შაბათი, აპრილი 19, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ვხედავ ჩემს თვალწინ მდგომ ადამიანს, რომელიც განადგურებულია, მიწასთან...

“ვხედავ ჩემს თვალწინ მდგომ ადამიანს, რომელიც განადგურებულია, მიწასთან გასწორებულია და ყველა სიტყვაზე ტირილს იწყებს” – ირაკლი კუპრაძე

ომის ბოროტებისა და რუსი ოკუპანტების სისასტიკის შედეგის თაობაზე, უკრაინელი ბიჭის უმძიმესი ტრაგედიის შესახებ წერს სოციალურ ქსელში პარტია “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი კუპრაძე:

7 დღის წინ ჩვენს ოფისში უკრაინელი ბიჭი, ვიტალი მოვიდა. მეზღვაურია.

სანამ ნაოსნობაში იყო და დაბრუნებას მოასწრებდა, მარიუპოლში უეცარი დაბომბვისას დაიღუპა მისი: ცოლი, 4 წლის ქალიშვილი, დედა და მამა.

კონტაქტზე არ გამოდიოდა, 7 დღიანი ძებნის შემდეგ, დღეს საღამოს მივაგენი ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, გამოკეტილია, არ გამოდის, საერთოდ არ ჭამს, მხოლოდ ალკოჰოლს ეტანება.

ვხედავ ჩემს თვალწინ მდგომ ახალგაზრდა, სიმპათიურ, ჯანით სავსე ადამიანს, რომელიც განადგურებულია, მიწასთან გასწორებულია და ყველა სიტყვაზე ტირილს იწყებს.

არ არსებობს სიტყვები რითიც მისი გამხნევება შეიძლება და არც არაფერი მითქვამს. ვთხოვე, შენი დახმარება მჭირდება და იმიტომ გეძებდი, გთხოვ ხვალ ფხიზლად იყავი, უამრავი უკრაინელი ლტოლვილი ჩამოდის და უნდა დავეხმაროთ ერთადმეთქი. რაღაცნაირად, თითქოს გამოფხიზლდა პირობა მომცა, ვეცდები ხვალ ფხიზელი ვიყო და დაგეხმაროო.

ახლა მისგან დავბრუნდი შტაბში და გონება არ მიმუშავებს…

როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ საომარ ეპოსს, ერთი დანამდვილებით ვიცი, ამ ტკივილის გონებიდან წაშლა გამორიცხულია, ვერაფერი მაიძულებს, ოდესმე მინიმალურ დათმობას ან ლმობიერებას მტრისადმი, რასაც პუტინის რუსეთი ქვია! პუტინის რუსეთის ნებისმიერი მიმდევარი არის ამ სისხლიანი ჩეხვის მონაწილე, რაზეც ყველამ უნდა აგოს პასუხი, ზოგმა სამართლებრივად, ზოგმა პოლიტიკურად, ზოგმა მორალურად, მაგრამ ყველამ უნდა ზღოს თავისი საფასური!

რუსეთი არის მტერი, უპირობოდ, უსიტყვოდ, მაგრამების გარეშე და მისგან თავი უნდა დავიხსნათ, პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც.

ბრაზი მახრჩობს, მაგრამ ვიცი ეს ბრაზი საით მივმართო.

სიკვდილი მტერს! დიდება გმირებს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი კუპრაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, მოზარდის გარდაცვალების გამო” – თბილისის...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს გლდანის რაიონში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...