spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"კონკრეტულად "გამორჩეული" ისტორიული ფიგურებისთვის კეთდება ეს და არა...

“კონკრეტულად “გამორჩეული” ისტორიული ფიგურებისთვის კეთდება ეს და არა ზოგადად ამნისტიისთვის” – გიგა ბოკერია

მმართველმა გუნდმა ახალი კანონპროექტი მოამზადა, რაც გულისხმობს ამნისტიას იმ დანაშაულებებზე, რომლებიც 2004 წლამდე არის ჩადენილი. აღნიშნულ საკითხზე მწვავე კომენტარი გააკეთა ,,ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ:

,,აქ არის საფუძვლიან ეჭვზე უფრო მეტი, რომ კონკრეტულად ,,გამორჩეული” ისტორიული ფიგურებისთვის კეთდება ეს და არა ზოგადად ამნისტიისთვის, ზოგადად საზოგადოების რაღაც ჯგუფისთვის, მოქალაქეთა ჯგუფისთვის.

ეს ადამიანები არიან ჩვენს ისტორიაში გამორჩეული ადამიანები, ჩემი და მრავალი მოქალაქის აზრით, არა კარგ მხარეს, არამედ ბოროტების მხარეს, ჩვენი მტრის რუსეთის მხარეს ან უაღრესად კორუმპირებული შევარდნაძის რეჟიმის ბოლო ეპოქის სიმბოლოები და დასახელდნენ – ასლან აბაშიძე, მამალაძე.

ეს ფარისევლობა და მოტივებია სწორედ აღსანიშნავი ამაში და ზუსტად ჯდება ივანიშვილის რეჟიმის ბუნებაში. ამიტომ აქვს წინამძღვრად აღებული ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგი პერიოდი.

მე არ მიყვარს, რაც არ ვიცი იმაზე ვარაუდები, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ ვერაფერს, დაწყებულს ,,კომერციული მოტივებით”, დამთავრებულს კიდევ უარესით – ჩვენთვის მტრული ქვეყნის ლობირებით.

ვერ გამოვრიცხავ, არ ვიცი მაგრამ ვერ გამოვრიცხავ!

რაც ვიცი არის ის, რაც მოვისმინეთ ,,ქართული ოცნებისგან” “არგუმენტების” სახით რატომ აკეთებენ ამას – არის სრულიად არადამაჯერებელი!”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...