ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით უსუფაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში

დავით უსუფაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და შეკითხვებს სვამს მისი მისამართით:

მოგახსენებთ ზუსტად და ამომწურავად რა მოხდა 2014 წელს. დამირეკა ირაკლი ოქრუაშვილმა, მთხოვა შეხვედრა, შევხვდით. ამ შეხვედრაზე მან მთხოვა ბიძინა ივანიშვილამდე მიმეტანა მისი სურვილი ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობის თაობაზე. მისი მზაობა მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე. 

მას ჰქონდა სურვილი “ქართულ ოცნებასთან” პოლიტიკური თანამშრომლობის და მთხოვა, გადამეცა ივანიშვილისთვის. მე ღარიბაშვილს და ივანიშვილს ეს გადავეცი და ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი – შოთაძე დაგიკავშირდება, ითანამშრომლე გამოძიებასთან, რისთვისაც მზად ხარ, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ეს იყო ის ამომწურავი ფაქტი და ეს კონკრეტული რეალობა, რაც მე მაკავშირებს ამ საქმესთან. არანაირი მსჯელობა ოქრუაშვილის მხრიდან, რომ ის იყო მზად სიყალბეებზე, ან ივანიშვილის მხრიდან, რომ თუ სიყალბეებს ჩაიდენ გეთანამშრომლები, მსგავსი არაფერი ყოფილა ჩემი თანდასწრებით.

ჩემი მონაწილეობით ეპიზოდი შეეხებოდა ოქრუაშვილის მხრიდან ჩვენებების მიცემის მზაობას. ზოგადად საუბრობდა, რომ იმ პერიოდში რა საქმეებთანაც მქონდა ურთიერთობა, ყველაფერზე მზად ვარ, მივცე ჩვენებები პროკურატურას და მაქვს სურვილი “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობისო. თუ ის ამბობს, რომ მე რაიმე ფორმით ვიყავი შუამავალი სიყალბის, ცრუ ჩვენებების, ამორალური გარიგებების, ამაზე თუ საუბრობს, ეს არის სიცრუე” – აღნიშნავს “შენების მოძრაობის” ლიდერი.

კიდევ არაერთი ფაქტი გაიხსენა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ცდილობს კონკრეტული ფაქტები ლოგიკურად დააკავშიროს ერთმანეთს.

მე ოქრუაშვილთან ადამიანურად მაკავშირებს წლების განმავლობაში ურთიერთობა, პურის რიგში საათობით დგომა, ფეხით სიარული ქალაქის ცენტრიდან პლატოზე, როცა მეტრო არ მუშაობდა და “კერასინკაზე” გამთბარი ხელებით კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა, ამიტომ თავს ვიკავებ და ვიკავებდი ამ რაღაც ხაზების წაშლისგან და ხვალაც შევიკავებ თავს, მაგრამ რადგან რაღაც ტერმინებში გაახვია ის შეხვედრა, იძულებული ვარ ვთქვა თუ ვინმესთან ოქრუაშვილმა ცუდ საქმეზე ისაუბრა, ვის რაზე შეუთანხმდა, ამაზე ალბათ თვითონ უნდა ილაპარაკოს და იმ ხალხმა, ვისაც შეუთანხმდა.

რაც შეეხება კონტექსტს, ეს ყველაფერი გამოიწვია დავით დვალის მიერ მისი ჩვენებების გასაჯაროვებამ და ამის საპასუხოდ თქვა, რომ მე ასეთ ვითარებაში მივეცი ჩვენებებიო, მერე რა?! ანუ, ივანიშვილისგან გორში არჩევნების მხარდაჭერის სანაცვლოდ ტყუილები ილაპარაკა იქ? და თუ ამას გვეუბნება, ამით რამე კარგს ამბობს სათავისოდ?! თუ ტყუილი არ უსაუბრია და სიმართლე ილაპარაკა და დღესაც ადასტურებს, რაც იმ ჩვენებებშია, მაშინ რა შუაშია როდის და რა კონტექსტში ილაპარაკა, რადგან სიმართლე სიმართლეა?! ხოლო თუ სიყალბეა, მაშინ რის გამო იყო ეს სიყალბე, თავად და პროკურორებმა უნდა ისაუბრონ.

მე როგორც ვიცი, თუ არ მეშლება, მგონი, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზეც უნდა ჰქონდეს ამ საქმეში ჩვენება მიცემული ირაკლის, იმიტომ რომ იქ ფიგურირებდა თემები სააკაშვილმა როგორ დაავალა თავის ბიჭებს ეს, ვინ ჩაიდინა და ვინ არჩაიდინა, რაც მახსოვს მაშინდელი საჯარო ინფორმაციიდან, არც ირაკლისთან მქონია საუბარი და არც პროკურორებთან, ასევე ჩვენებები მან მისცა დაკითხვის დროს. ეს არც ჩემი საქმეა და არც ინტერესის სფეროა ვამოწმო სიმართლე როდის თქვა და ტყუილი როდის, ეს ალბათ, თავად უნდა თქვას და პროკურორები იქ იმიტომ არიან რომ განსაჯონ ამის შესახებ” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ერთი რამ ვიცი ზუსტად, ვლადიმერ პუტინი არ დათმობს შავ ზღვას, ოდესამდე მივა…” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის მოსაზრებას გამოთქვამს გეოპოლიტიკურ პროცესებთან...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, კონკრეტული ფაქტის გახსენებით,...

“ის ახალგაზრდა სოციალისტები, ნამეტნავად ევროპულად რომ ირჯებოდნენ, გახარიას თავისთვინ უნდა?🤔 ვიკითხე, ვიკითხე მხოლოდ😊” –...

საპროტესტო აქციაზე, მარშის დროს, მიხეილ სააკაშვილის ბანერის წინააღმდეგ გამოხატულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...