spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენი...

პაატა მანჯგალაძე: “შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენი ეროვნული ერთიანობის ჩვენება, ეროვნული თანხმობა”

რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, როცა პუტინის კაცთმოძულე რეჟიმი ცდილობს, უკრაინელი თავისუფლების მოყვარე ხალხი გაანადგუროს, საქართველოს ნამდვილად არ აქვს, უქმად ყოფნის დრო. ამ შექმნილ ვითარებაში ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენი ეროვნული ერთიანობის ჩვენება, ეროვნული თანხმობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და სახელმწიფო ერთიანობის გარშემო და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მობილიზება, რადგან პირისპირ არ დავრჩეთ ამ გამანადგურებელ მტრულ ძალასთან, როგორიც არის რუსული იმპერია“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე განცხადებით, მშვიდობაზე საუბრისას, აუცილებელია ორი რამ: ერთაინობა და დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირება.

ჩვენ როდესაც ერთიანობაზე ვსაუბრობთ, „ქართული ოცნება“ გვთავაზობთ, ქვეყნის შიგნით დაძაბულობას, ეროვნული ერთიანობის ნაცვლად. შემოგაქვთ თემები, თითქოს ვიღაცა ომის მომხრეა. როგორ შეიძლება ვინმემ აიღოს პირობა, რუსეთის პირობებში, რომ ის არის მშვიდობის გარანტი, მშვიდობის გარანტი არის მხოლოდ ორი რამ: ერთიანობა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირება. არცერთი მიმართულებით „ქართული ოცნება“ არაფერს არ აკეთებს. ნუ გავაგზავნით მესიჯებს რუსეთთან, რომ საქართველოში თეთრი დროშებით ელოდებიან. რომ გვეუბნებით ომი გინდათო, აი ეს პუტინი, რომ გამოვიდეს და წამოვიდეს საქართველოს საწინააღმდეგოდ, ვაპირებთ თუ არა ჩვენი სუვერენული უფლების, თავდაცვის გამოყენებას?“- მიმართა უმრავლესობის წევრებს, პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის...

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით...

“ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 22 წლის წინანდელ კონკრეტულ...

“მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის” – კახა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...