spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილი არის არაადეკვატური" - მამუკა მდინარაძე

“მიხეილ სააკაშვილი არის არაადეკვატური” – მამუკა მდინარაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე პარლამენტარებისადმი და აცხადებს, რომ ,,მის სულელურ გამონათქვამებზე საუბარი არ შეიძლება”:

,,მიხეილ სააკაშვილი არის არაადეკვატური, ვისაც გაინტერესებდათ ამაზე პასუხი. არ შეიძლება მასთან რაიმე თანხმობაზე საუბარი.

მის სულელურ გამონათქვამებზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება, წარმოუდგენელია და სასოწარკვეთილებაში მყოფი ,,ნაც მოძრაობა”, ,,ომის პარტია”, ,,მე-5 კოლონა”, თუ მისი ლიდერი რას ილაპარაკებს ამაზე სერიოზული მსჯელობაც კი ცოტა უხერხულია, როგორც ჩვენი, ასევე თქვენი მხრიდან.

შეუძლებელია ამაზე ილაპარაკო, ერთადერთი რაც შეიძლება მხედველობაში მიიღო – მისი აღიარება, წამოცდენა, ქვეცნობიერიდან წამოსული მისივე სიტყვები, რომ ის გრძნობდა თუ იცოდა, რომ ეს მომენტი თუ დრო დგებოდა და ეს დროც დადგა.

ანუ რა იცოდა – ეს კითხვა დაგისვიათ და მოგიფიქრებიათ ვინმეს? რა იცოდა სააკაშვილმა, რას ,,გრძნობდა” – რომ ომს იწყებდა რუსეთი უკრაინაში და ღია აგრესიას?! ამას გრძნობდა და ეს იცოდა და ამიტომ ჩამოვიდა? ფაქტია, რაღაცას გამოასწრო”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!” – გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აბიტურიენტებს...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...