კვირა, ივნისი 29, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, აფხაზეთიდან და...

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ბოროტმოქმედებაში არ იყვნენ ჩათრეულები” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროა”-ს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და საგანგაში ფაქტის შესახებ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიებიდან, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად, მიჰყავთ ჩვენი მოქალაქეები:

,,ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომ ოკუპანტები, რუსები და მათი საოკუპაციო რეჟიმები ადგილზე, ბოროტმოქმედებაში და რუსულ აგრესიაში რთავენ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან.

ჩვენ ვნახეთ კადრები ტექნიკის გაყვანასთან დაკავშირებით და მოდის ინფორმაცია, რომ გაჰყავთ ადამიანები. ასევე, არის შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება სავალდებულო გაყვანა ჩვენი მოქალაქეების საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ამ ბოროტმოქმედებაში ჩართვის მიზნით.

ეს არის კატეგორიულად მიუღებელი როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს და ადამიანურ დონეზე.

პირველ რიგში მე მინდა მივმართო აბსოლუტურად ყველას, მათ შორის ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ტერიტორიაზე, – არ აქვს მნიშნელობა ჩვენ რა ურთიერთობა გვაქვს ახლა, არცერთი საქართელოს მოქალაქე ჩვენ არ გვემეტება არც საზარბაზნე ხორცად და არც ამ ბოროტმოქმედებაში მონაწილეობისთვის.

ეს ბოროტმოქმედება დასრულდება ძალიან მძიმედ და სამართლიანად რუსეთისთვის. ეს დაასვამს უდიდეს დაღს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამაში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენი მომავალი უნდა იყოს პირიქით – ერთად კეთილდღეობაში ყოფნის და არა ამ ბოროტმოქმედებაში თანამონაწილეობის.

ამიტომ მივმართავ აბსოლუტურად ყველა მშობელს და ადამიანს, დაფიქრდით თუ რა დაღს დაგასვამთ ამ ბოროტმოქმედებაში თანამონაწილეობა. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ეს არ უნდა და მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ტერიტორიაზე, საქართველოში, მათი უფლებები იქნება დაცული.

რაც შეეხება საერთაშორისო სამართლებრივ განზომილებას და აქ, რა თქმა უნდა, პირველი ვალდებულება არის სახელმწიფოს მოქმედების და გამაოგნებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო, რომელიც თითქოს და გმობს ომს, ამის პარალელურად ხმას არ იღებს ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მსგავსი დამოკიდებულის და ომში ძალადობრივი ჩართვის მცდელობებზე.

ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის III, IV და V მუხლების დარღვევა.

ასე, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული, მათ შორის, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი, რომ გარდა პროტესტისა, გარდა იმისა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შევთავაზოთ ჩვენ ტერიტორიაზე მათი უფლებების დაცვა, ჩვენ შეგვიძლია ავამოქმედოთ საერთაშორისო სამართლის მექანიზმები, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და დავიცვათ მათი უფლებები.

ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან, რომელიც აუცილებლად დამარცხდება ამ ომში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ამ ბოროტმოქმედებაში არ იყვნენ ჩათრეულები”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...