ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით სონღულაშვილი - საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია განპირობებულია...

დავით სონღულაშვილი – საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია განპირობებულია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიით

საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა, შესაბამისად მთლიანად დამოკიდებულია მსოფლიოს ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია განპირობებულია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიით და გლობალური გეოპოლიტიკური კრიზისით.

ყველაფრის გათვალისწინებით, ომის დაწყებიდან დღემდე გაზრდილი რისკების გამო, იზრდება ფასებიც, განსაკუთრებით ნავთობ პროდუქტებზე. ბუნებრივია ეს ტენდენცია აისახება საქართველოზე, როგორც ღია ეკონომიკის ქვეყანაზე“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, აღნიშულ საკითხზე საქართველოს მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და კერძო სექტორი ერთობლივად მუშაობენ.

პოლიტიკური ძალები ცდილობენ ამ ამბის სათავისოდ გამოყენებას თუმცა, ვფიქრობ, რომ აქცენტის გამოსავალზე უნდა გადავიტანოთ და არა პრობლემის სიმწვავეზე. ეს პრობლემა ნამდვილად არ აღმოუჩენია ოპოზიციას.

ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს მთავრობა, უმრავლესობა და კერძო სექტორი, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის პირადმა პრეზიდენტმა შორიახლოდან გაუღიმა ტრამპს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, ირონიული მინიშნებით,...

“ცესკო-მ ოფიციალურად აღიარა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ფარული ხმის მიცემის უფლება დაირღვა”...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების...

“იქნებ ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გადახედონ არქივს, რა ხდებოდა 90-იან წლებში: პირდაპირ დახვრეტილი მიტინგები…” –...

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...

“მოვიშორებთ მოძალადე რეჟიმს და დავბრუნდებით ევროპაში როგორც თავისუფალი და ძლიერი ერი!” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" ლიდერების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“დაგეგმილია ჩემი ლიკვიდაცია, რასაც რუსული რეჟიმი ფსბ-სთან ერთად ხელმძღვანელობს” – გიორგი ჩიკვაიძე

ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბრობს მისი სავარაუდო...