spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სტრატეგია აღმაშენებელმა" და "რესპუბლიკურმა პარტიამ" სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან...

“სტრატეგია აღმაშენებელმა” და “რესპუბლიკურმა პარტიამ” სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ევროინტეგრაციის საკითხზე შეხვედრა გამართა

ევროპული ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, “სტრატეგია აღმაშენებელმა” და რესპუბლიკურმა პარტიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ბრიუსელიდან დაბრუნებულმა გიორგი ვაშაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ თანამშრომლობაზე უარს აცხადებს არამხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და ოპოზიციასთან, არამედ სამოქალაქო სექტორთანაც. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით სამოქალაქო სექტორთან შეხვედრაზე იმსჯელეს იმ შესაძლებლობებზე, რაც ახლა აქვს საქართველოს, რომ ხელიდან არ გაუშვას ევროპასთან ინტეგრაციის შესაძლებლობა:

ჩვენ, ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორსაც „ქართული ოცნება“ უარს ეუბნება თანამშრომლობაზე ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დღეს სამოქალაქო სექტორთან ერთად ვმსჯელობთ – რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ერთის მხრივ ის შესაძლებლობა ევროპული ინტეგრაციის, რომელიც ახლა გვაქვს არ გავუშვათ ხელიდან, მეორე მხრივ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით?

მმართველ პარტიას არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა მეორეხარისხოვანი თემებით გადაფაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი. ჩვენ, ქართველ ხალხს, ევროინტეგრაციის არჩევანი გაკეთებული გვაქვს და თუ გვსურს ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ამისთვის ნაბიჯები უნდა გადაიდგას რეფორმების კუთხით, შესაბამისად საპასუხოდ – დაჩქარებული წევრობა, დაჩქარებული რეფორმები და ერთიანობა. ამ ერთობას, დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ სამოქალაქო სექტორთან და საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...