ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიცესკომ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის...

ცესკომ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის დამუშავება დაასრულა

საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დასრულდა.

პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 (რუსთავი, გარდაბანი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 139 988-ს შეადგენს. ბათუმის №4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კი ამომრჩეველთა რაოდენობა 20 635-ია, რაც 497-ით მეტია 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში იმავე ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე.

მსგავს მეტობას კი არაერთი სამართლებრივი მიზეზი აქვს. მაგალითად, ახალ მისამართზე რეგისტრაცია, ასევე როცა მოქალაქე აღწევს საარჩევნო ასაკს, – ასეთი ბათუმის შემთხვევაში 100-ია, რუსთავსა და გარდაბანში კი – 755. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიანი სია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და შესაბამისი უწყებების მიერ ცესკოსთვის გადაცემული მონაცემების საფუძველზე დგება. ამომრჩევლებს ერთიან სიაში საკუთარ მონაცემებთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა 15 მარტამდე შეეძლოთ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საკრებულოს შუალედური არჩევნები საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს 2 აპრილს პირველად გამოიყენებს.

შუალედურ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ამ დროისათვის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრირებულია 49 ადგილობრივი, და ცესკოში – 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, აკრედიტაცია გავლილი აქვს 16 მედიასაშუალებას.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...