ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაწვავის ფასებთან დაკავშირებული აქციები იყო ორგანიზებული, რომლის უკან...

საწვავის ფასებთან დაკავშირებული აქციები იყო ორგანიზებული, რომლის უკან იდგა “ნაციონალური მოძრაობა” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა შეფასება გააკეთა საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით გუშინ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით და მას “ნაციონალური მოძრაობისგან” მართული უწოდა:

მინდა შევეხო საკითხს, რომელიც უკავშირდება საწვავის ფასებს. ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იყო ორგანიზებული, რომლის უკან, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებულები, რომ ჩვენს მოქალაქეებს რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ ის გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან. როდესაც ინფლაციას ვახსენებთ, ჩვენს მოქალაქეებს მინდა გავახსენო, რომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში არა მხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და უმეტეს შემთხვევებში, ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა.

გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე, იგივე ეხება მთლიანად ევროზონას, სადაც ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.

თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის შემდეგ ასევე ყველაზე მაღალია.

ჩვენს ქვეყანაშიც, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ინფლაცია და ფასების ზრდა, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ყველგან და საქართველო ბუნებრივია ვერ იქნება გამონაკლისი, მარტივად რომ ავხსნათ, გამორიცხულია, იყოს გამონაკლისი, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარზე. რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. პანდემიას, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა უკვე ეს ტრაგედია და ომი. ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ამას, ბუნებრივია, ექნება გავლენა ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზეც. ამიტომ, ამას სჭირდება კარგად გააზრება და ახსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ინფლაციის შესახებ და აღნიშნა, რომ თებერვალში ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა, თუმცა წინა ხელისუფლების პერიოდში ინფლაციის უფრო მაღალი მაჩვენებლებიც დაფიქსირებულა.

ზოგადად, შედარებისთვის, მინდა, რომ მოქალაქეებს ავუხსნა: ამ კრიზისების ფონზე – კოვიდ-პანდემია, პოსტპანდემიური პერიოდი, ახლა უკვე ეს კრიზისი და ომი უკრაინაში, თებერვალში ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა, რაც, რა თქმა უნდა, მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გააზრებულად ვუდგებით.

მე არ მინდა, კიდევ შედარება გავაკეთო წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მინდა, მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში 2011 წლის მაისში ინფლაცია იყო 14,3%, იმავე წლის მარტში 13,9%, აპრილში, 13,5%, უფრო ადრეც, 2006 წელს ინფლაცია 14,5%-ს შეადგენდა. საშუალო წლიური ინფლაცია წინა ხელისუფლების იყო 6,2%, მაშინ, როდესაც ჩვენი მთავრობის 9-წლიან პერიოდში 4,1% არის საერთო შეწონილი წლიური ინფლაცია.

ასე, რომ ამას სჭირდება კარგად გააზრება. ჩვენ გვესმის და ვაკეთებთ ყველაფერს მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია. სწორედ ამ მიზნით გადავდგით ნაბიჯები, თუნდაც მედიკამენტების გაიაფება, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, დენის ტარიფის ნაზარდის სუბსიდია და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”, მაგრამ აღარ არის” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ემოციურ...

“ყურადღება გადაგვატანინეს სხვა რამეზე, პროტესტს დავუბრუნდეთ” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დიპლომატი, მეცნიერი გია ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან...

“ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!” – მიხეილ სააკაშვილი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“მოვიშორებთ მოძალადე რეჟიმს და დავბრუნდებით ევროპაში როგორც თავისუფალი და ძლიერი ერი!” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" ლიდერების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე...