შაბათი, ივნისი 28, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ჩანს, რომ ეს არის ერთგვარად ანტიდასავლური განცხადება“ -...

“ჩანს, რომ ეს არის ერთგვარად ანტიდასავლური განცხადება“ – მიხეილ სარჯველაძე დანილოვის განცხადებაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებაზე. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ახლა ომის დაწყების მოწოდებას:

,,ჩანს, რომ ეს არის ერთგვარად ანტიდასავლური განცხადება. იმ თვალსაზრისით, რომ მე არ მგონია, ამ შემთვევაში რამენაირად მშვიდობის აღსადგენად სასარგებლო აღმოჩნდეს ასეთი ტიპის განცხადებები, მოწოდებები და შესაბამისად, მით უმეტეს, მოვლენების იმ ხაზის მიხედვით განვითარება, რასაც უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსანი აკეთებს.

მეორე, ალბათ, რაც მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ეს არის, რომ ერთგვარად გაშიშვლდა რეალური მოტივაცია, შესაძლოა გარკვეული უკმაყოფილებებისა, რომელიც ისმოდა და უკავშირდებოდა მათ შორის საქართველოს.

ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ უკმაყოფილების რეალური მიზეზი არა სანქციები და განცხადებები იყო, არამედ როგორც ჩანს მოტივაცია სწორედ ამას უკავშირდებოდა, რომ იქნებ რამენაირად საქართველო ჩაერთოს სამხედრო ავანტიურაში და შესაბამისად, ამ გზით თითქოს და რაიმე დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას.

არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ახლა ომის დაწყების მოწოდებას. ყველაფერი შეიძლება დავარქვათ ამას გარდა ერთისა – ეს ნამდვილად არ არის საქართველოს ინტერესში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის: უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი თავის განცხადებაში საქართველოსთან მიმართებაში საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ საქართველო და სხვა ქვეყნები, დაკავებულები იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარება. დანილოვმა ასევე განაცხადა, რომ “საქართველო, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ისე კორექტულად იქცევა“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...