პარასკევი, აპრილი 11, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ჩანს, რომ ეს არის ერთგვარად ანტიდასავლური განცხადება“ -...

“ჩანს, რომ ეს არის ერთგვარად ანტიდასავლური განცხადება“ – მიხეილ სარჯველაძე დანილოვის განცხადებაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებაზე. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ახლა ომის დაწყების მოწოდებას:

,,ჩანს, რომ ეს არის ერთგვარად ანტიდასავლური განცხადება. იმ თვალსაზრისით, რომ მე არ მგონია, ამ შემთვევაში რამენაირად მშვიდობის აღსადგენად სასარგებლო აღმოჩნდეს ასეთი ტიპის განცხადებები, მოწოდებები და შესაბამისად, მით უმეტეს, მოვლენების იმ ხაზის მიხედვით განვითარება, რასაც უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსანი აკეთებს.

მეორე, ალბათ, რაც მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ეს არის, რომ ერთგვარად გაშიშვლდა რეალური მოტივაცია, შესაძლოა გარკვეული უკმაყოფილებებისა, რომელიც ისმოდა და უკავშირდებოდა მათ შორის საქართველოს.

ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ უკმაყოფილების რეალური მიზეზი არა სანქციები და განცხადებები იყო, არამედ როგორც ჩანს მოტივაცია სწორედ ამას უკავშირდებოდა, რომ იქნებ რამენაირად საქართველო ჩაერთოს სამხედრო ავანტიურაში და შესაბამისად, ამ გზით თითქოს და რაიმე დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას.

არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ახლა ომის დაწყების მოწოდებას. ყველაფერი შეიძლება დავარქვათ ამას გარდა ერთისა – ეს ნამდვილად არ არის საქართველოს ინტერესში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის: უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი თავის განცხადებაში საქართველოსთან მიმართებაში საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ საქართველო და სხვა ქვეყნები, დაკავებულები იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარება. დანილოვმა ასევე განაცხადა, რომ “საქართველო, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ისე კორექტულად იქცევა“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გლოვას და სამართალს არ უხდება მხარეებად დაყოფა ‼️‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საზოგადოებას კონკრეტული ფაქტების...

“ირაკლი კობახიძე არის 21–ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე. და კრემლის წითელი კომისარი” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინი ჯანგირაშვილის მძიმე შეფასებები: "ირაკლი კობახიძე...

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ახალგაზრდები და მათ გზა საკუთარ ქვეყანაში გავუხსნათ!” –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“როცა გავიმარჯვებთ, ასეთი პოლიტიკური ნაგვის გატანა #1 ამოცანა უნდა იყოს!” – ნანა ტოხვაძე გოგა...

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავასთან მიმართებაში გავრცელებულ კონკრეტულ ინფორმაციებთან დაკავშირებით მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს!” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაში მის დაბარებას...

“მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვოცნებობდი ამას…” – ზაზა სარალიძე: “დათუნა სარალიძის განცდები”

შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უზომო ტკივილით აღსავსე ემოციები...: "დათუნა სარალიძის...

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ლიპყინული და შეზღუდული ხილვადობა) გამო საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე შეზღუდვები...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების...