spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ვარშავაში 300 ადამიანი დაწვა ქუჩაში თეატრის წინ და...

“ვარშავაში 300 ადამიანი დაწვა ქუჩაში თეატრის წინ და მე რომ ვთქვი გამოვიდეთ და რუსთაველზე გავწვეთ (ლეიბები დავყაროთ თქო) აქირქილდნენ” – თაკო ჩარკვიანი

რუსი აგრესორების მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვას უამრავი მშვიდობიანი ადამიანის  სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ეს ტერორისტული აქტი მოხდა იმისდა მიუხედავად, რომ თეატრის წინ მოედანზე დიდი ასოებით ეწერა – „ბავშვები“.

ამ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით, პოლონეთში, ვარშავაში, ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ გამართულ, უკრაინაში დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის პატივის მისაგებად გამართულ აქცია-პერფომანს ეხმაურება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:

საოცარი ამბავი!!!

300 ადამიანი დაწვა ვარშავის დრამატული თეატრის წინ, რუსეთის ტერორისტული, ბარბაროსული თავდასხმის, დაბომბვის გასაპროტესტებლად – მარიუპოლში დახოცილი ბავშვების გამო, 300 ადამიანი დაწვა ქუჩაში თეატრის წინ!!!

მე რომ ვთქვი გამოვიდეთ და რუსთაველზე გავწვეთ (ლეიბები დავყაროთ თქო) აქირქილდნენ უვიცნი ამა სოფლისა, ზოგი – კონფორმისტი, ზოგიც მომხრენი ხელისუფლების და ზოგიც კი უდროოდ “ამბიციურნი”, ვითომ “უძალიანესად მედასავლეთენი”. დავიჯერო ვარშავაში თეატრის წინ დასავლეთის ღირებულებების ჩვენზე ნაკლებად მოსურნენი წვანან?!

ჰოდა, დიახ რუსთაველზე, დიდი პროტესტი ზუსტად ისე, როგორც ვთქვი დროული და საჭირო ყოფილა არა?! არც ახლაა გვიან!!!

გოიმობა – ქაჯობა, ზუსტად ის არის, ქვეყნის დაცვა ოკუპანტისგან და რუსი ოლიგარქებისგან, კორუფციონერებისგან “სვეცკად” რომ გინდათ და ვერ ხვდებით რომ “შარფების”, “ბანტების” “დაჭუჭყიანების” გარეშე და მხოლოდ გარეთ “პიპინით” ვერ და არ ხდება!!! რა ვიცი, თვეების წინ ვთქვი რუსთაველზე გავწვეთ რაც შეიძლება ბევრნი თქო!

ჰოდა …..

ბრავო ვარშავა! შუაგულ ევროპაში 300 ადამიანი დაწვა “გაწვა” თეატრის წინ! ბრავო!👏✌️🙏

თქვენ კი ზოგიერთმა “ბანტიანმა” – “თვალებაპღრობილებმა “ჭკვიანური” გამომეტყველებით “ისაუბრეთ” დასავლურ ღირებულებებზე – აბა გოიმობა სხვა კი არაფერია, აი “უძალიანესად” სნობი რომ ხარ და გგონია რომ მალავ შენს ქაჯობას, სამშობლოს სიყვარული რომ ცოტა “გეპათეთიკურება”, ეეე, ზუსტად მაგ დროს ჩანს დიიდი “ქაჯობა”!!!

ბრავო ვარშავა!✌️🙏❤️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და...

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში: "პილატე...

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა...

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...