spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"საფუძვლები, რა შემთხვევაშიც რუსეთის ფედერაცია უფლებამოსილია ბირთვული იარაღი...

“საფუძვლები, რა შემთხვევაშიც რუსეთის ფედერაცია უფლებამოსილია ბირთვული იარაღი გამოიყენოს” – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი”-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე, თუ კონკრეტულად რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ამ იარაღს და დაასახელა 4 პირობა:

ჩვენ გვაქვს სპეციალური დოკუმენტი, რომელიც ბირთვულ შეკავებას ეხება. ამ დოკუმენტში პირდაპირაა მითითებული ის საფუძვლები, რა შემთხვევაშიც რუსეთის ფედერაცია უფლებამოსილია ბირთვული იარაღი გამოიყენოს და ასეთი საფუძველი რამდენიმეა, შეგახსენებთ:

პირველი – ესაა სიტუაცია, როცა რუსეთზე განხორციელდება ბირთვული განადგურების საშუალების სარაკეტო თავდასხმა;

მეორე შემთხვევა – ეს არის ბირთვული იარაღის ნებისმიერი სხვა სახის გამოყენება რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ;

მესამე შემთხვევა – კრიტიკული ინფრასტრუქტურის ისეთი სახის ხელყოფა, რის შედეგადაც მოხდება რუსეთის ბირთვული შეკავების ძალების პარალიზება;

და მეოთხე შემთხვევა – როცა განხორციელდება აგრესიის აქტი რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, რის შედეგადაც საფრთხის ქვეშ დადგება ქვეყნის არსებობა, ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშეც, ანუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...