spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რომ არა ხელისუფლებაზე შემოჭერილი რუსული საცეცები და ინტერესები,...

“რომ არა ხელისუფლებაზე შემოჭერილი რუსული საცეცები და ინტერესები, ევროპულ სახელმწიფოს ავაშენებდით” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესების შეფასებისას, კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ხელისუფლების მიმართ და აცხადებს, რომ “ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაპირისპირებაზე უარის თქმა, შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორება არჩია საერთო და ქვეყნის ინტერესს”:

მიუხედავად ქართული საზოგადოების ერთსულოვნებისა და ეროვნული თანხმობისა, ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით, ხშირად ჭირს ერთიანი პოზიციებით საერთაშორისო არენაზე პოზიციონირება, შიდა პოლიტიკური ჯიბრი აბრკოლებს სახელმწიფო ინტერესების განხორციელების პერსპექტივას. ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაპირისპირებაზე უარის თქმა, შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორება არჩია საერთო და ქვეყნის ინტერესს. არადა, ახლა, ყველაზე მეტად გვჭირდება პოლიტიკური ნების თავისუფლება, რომელიც საჭიროებს ღირსებას და გამბედაობას, რომ ცხვირწინ არ მოგვიჯახუნონ თაობების ნანატრი შესაძლებლობის ფანჯარა. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, რომ ევროპულ ოჯახში ღირსეული, სისხლითა და მსხვერპლით მოპოვებული ადგილი დავიკავოთ. ამ საკითხში არ უნდა არსებობდეს პოზიცია და ოპოზიცია, როცა საქმე ქართველი ხალხის ურყევ ნებას ეხება, როცა ომში ვართ და როგორც საკუთარი, ასევე ჩვენი თავისუფლებისთვის დღეს მეგობარი ქვეყანა გაუტეხლად იბრძვის.

როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ეს აუცილებლად მოხდება, სასურველია მათგან ვისწავლოთ მაღალი პოლიტიკური კულტურა და ერთსულოვანი გადაწყვეტილებებით ხელმძღვანელობის მაგალითები.

როცა ომში ხარ, ამ დროს, პოზიცია და ოპოზიცია მხარდამხარ, უდრეკად და უკანდაუხევლად იბრძვის.

საუბედუროდ, რომ არა ხელისუფლების ნაწილზე მტკიცედ შემოჭერილი რუსული საცეცები და კერძო ინტერესები, ალბათ ევროპული სახელმწიფოს აშენებას ჩვენც შევძლებდით. დღეს ამ ამოცანას “ქართული ოცნება” წინ ეღობება…” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...