ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე ბრიუსელში ევროპარლამენტარებს ანა ფოტიგას და იანა...

გიორგი ვაშაძე ბრიუსელში ევროპარლამენტარებს ანა ფოტიგას და იანა ტუმის შეხვდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აქტიურად აგრძელებს შეხვედრებს ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან. დღეს ვაშაძემ მორიგი შეხვედრა ევროპარლამენტარებთან იანა ტუმისთან და ანა ფოტიგასთან გამართა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით შეხვედრის მთავარი საკითხები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და უკრაინისაკენ მიმართულ რუსულ აგრესიას ეხებოდა. როგორც გიორგი ვაშაძის აღნიშნავს, საქართველოს მიმართ ანა ფოტიგას და იანა ტუმის მხარდაჭერა უცვლელია და ევროპარლამენტარები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაში არსებული რეფორმების დროულად გატარებისკენ მოუწოდებენ.

შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტარებთან ანა ფოტიგასთან და იანა ტუმისთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებულ პერსპექტივებზე და შევეხეთ უკრაინისაკენ მიმართულ რუსული აგრესიის საკითხს.

ევროპარლამენტარების ანა ფოტიგას და იანა ტუმის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ კვლავ უცვლელია, ისინი მზად არიან ყველანაირი მხადაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წარმატება პირდაპირ კავშირშია გასატარებელ რეფორმებთან, რომლის გატარებაზეც ვალდებულება საქართველომ და „ქართულმა ოცნებამ“ აიღო საკუთარ თავზე. ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების განმაპირობებელი ფაქტორი 19 აპრილის შეთანხმების პუნქტებში არსებული რეფორმების გატარებაა. ესენია: დემოკრატიული, საარჩევნო სისტემის, მართლმსაჯულების სისტემის და ძალაუფლების დემოკრატიულად გადანაწილების რეფორმები.

ისევე, როგორც წინა შეხვედრებზე ევროპარლამენტარებმა აქაც აღნიშნეს, რომ უამრავი კითხვა დაუგროვდათ „ქართულ ოცნებასთან“, რადგან სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ თქვა უარი იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომლებიც უპირობოდ აუცილებელია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი” – ზურაბ გირჩი...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ემოციური წერილი საპატიმროდან, რომელიც მისი ფეისბუქის...

“ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შექმნილი...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...