ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგაეროს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს,...

გაეროს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით უკრაინის მხარდასაჭერად – დავით ზალკალიანი

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს თანასპონსორობით და მხარდაჭერით გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული კიდევ ერთი ახალი ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომელმაც განახორციელა აგრესია უკრაინის მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ყველა ღონე იყოს მიმართული იმისკენ, რომ სიტუაცია შემსუბუქდეს ჰუმანიტარული მიმართულებით.

ეს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით როგორც, პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით, ჩვენ მუდმივად ვიქნებით საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების მხარდასაჭერად უკრაინასთან მიმართებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციაში არის დაგმობილი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების, ადამიანის უფლებების დარღვევა, ასევე, შეფასებულია ჰუმანიტარული კუთხით არსებული კრიზისული სიტუაცია და განსაზღვრულია ის ნაბიჯები, რომელიც უნდა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ გაეროს კოორდინაციით იმისთვის, რომ ომის პირობებში ადამიანებს, რომლებსაც შეექმნათ უმძიმესი მდგომარეობა, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ მათ დახმარება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კომისიის დავალებათა შეუსრულებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, იწვევს შესაბამის სანქციას” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...