სამშაბათი, აპრილი 22, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - "მეტი სანქციები რუსეთს, მეტი შეიარაღება...

გიორგი ვაშაძე – “მეტი სანქციები რუსეთს, მეტი შეიარაღება და დაფინანსება უკრაინას”

დასრულდა “ALDE”-ს პარტიის ლიდერების შეხვედრა, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ესწრებოდა. “ALDE”-ს ევროპელმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი უპირობო მხარდაჭერა.

მეტი სანქციები რუსეთს, მეტი შეიარაღება და დაფინანსება უკრაინას” – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, “ALDE”-ს პარტიის ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ვაშაძის თქმით შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს რუსული გაზის ემბარგოს საკითხთან დაკავშირებით, რომ უნდა შეიქმნას სტრატეგია, თუ როგორ განთავისუფლდნენ ევროპის ქვეყნები რუსული გაზისადმი დამოკიდებულებისგან.

დასრულდა “ALDE”-ს პარტიის ლიდერების შეხვედრა. ყველა პარტიის ლიდერი ერთხმად შევთანხმდით უპირობო მხარდაჭერაზე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრის მთავარი მიზანი, რომელიც გამოიკვეთა, ეს არის – მეტი მხარდაჭერა უკრაინას, როგოც ფინანსურად ასევე სამხედრო თვალსაზრისით და კიდევ უფრო მკაცრი და ხანგრძლივი სანქციები რუსეთს.

შეხვედრაზე ასევე საკითხი შეეხო რუსეთის გაზის მოხმარებას, გამოიკვეთა პოზიცია, რომ ამ მხრივაც გაზის ემბარგოს საკითხზე უნდა დაიწყოს მსჯელობა და უნდა შემუშავდეს სტრატეგია, თუ როგორ განთავისუფლდნენ ევროპის ქვეყნები რუსეთის გაზის დამოკიდებულებისგან, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რა მოცულობის გაზს მოიხმარს. აღნიშნულთან დაკავშირებით დამოკიდებულება არის ერთაზროვანი, რომ რუსეთის გაზისგან უნდა განთავისუფლდეს ევროპა, ეს კი დამატებითი წნეხი იქნება ოკუპანტ ქვეყანაზე.

კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ “ALDE”-ს პარტიის ლიდერების შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო – მეტი სანქციები რუსეთს, მეტი შეიარაღება და დაფინანსება უკრაინას!“, – გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

“თუ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეს, პარიზს – პიტერი ჩაანაცვლებს, რომს – სოჭი და ა. შ.” –...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ალტერნატიულ არჩევანზე საუბრობს ლიდერ ქალთა კლუბის...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...