პარასკევი, აპრილი 19, 2024

“პუტინთან წინააღმდეგობა თურმე არის შეცდომა, თურმე ეს მსხვერპლი არის იმათ სინდისზე, ვინც საკუთარ თავისუფლებას იცავდა” – გიგა ბოკერია ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციაზე

,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია კრიტიკას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებზე უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად და რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე:

,,მაშინ, როცა ზელენსკი საუბრობს ნეიტრალიტეტზე, მაგრამ იქვე აზუსტებს, რომ საუბარია ორმხრივ გარანტიებზე უკრაინისთვის შეერთებული შტატებისგან ან NATO-ს სხვა წევრი ბირთვული სახელმწიფოსგან – ეს მისი სიტყვებია. აქ გასაგებია ის რას გულისხმობს – თუ NATO-ში ჯერ პროცესი ვერ მიდის წინ, ასეთი გარანტიები უნდა მივიღოთ.

ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა კი, ცნობილი ფიგურების მიერ წარმოებული, სულ სხვა კონტექსტებს გულისმობს. კონტექსტი კი არის ის, რომ თურმე ზელენსკიმ დაღუპა უკრაინა. ანუ პუტინთან წინააღმდეგობა თურმე არის შეცდომა, თურმე ეს მსხვერპლი არის იმათ სინდისზე, ვინც საკუთარ თავისუფლებას იცავდა. უკრაინის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე საუბარი – ზელენსკიზე.

ზუსტად ის გზავნილი აქვთ, რაც დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა ჰქონდათ, რასაც აგრძელებენ. თურმე საქართველოს ბრალია, საქართველოს ხელისუფლების, როცა მტერი შემოგესევა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული