ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კოვზანაძე: რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საფინანსო სექტორი მდგრადია...

ირაკლი კოვზანაძე: რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საფინანსო სექტორი მდგრადია და ამ გამოწვევას ადეკვატურად პასუხობს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს და აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ბაგრატიონს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, როგორც საბანკო ისე მთლიანად საფინანსო სფეროში არსებული მდგომარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო მაკროეკონომიკურ და მონეტარულ სტაბილურობას, ინფლაციას, ლარის კურსს, საფინანსო სისტემის მდგრადობას და საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციას.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საფინანსო სექტორი მდგრადია და ამ გამოწვევას ადეკვატურად პასუხობს.

საფინანსო-საბიუჯეტო“ კომიტეტი მზად არის მხარი დაუჭიროს და განიხილოს ყველა ის ინიციატივა, რომელიც საფინანსო-საბანკო სფეროს კიდევ უფრო მდგრადობას განაპირობებს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავის მხრივ, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თანამშრომლობისთვის და მზადყოფნა გამოთქვა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში უფრო აქტიურად ჩაერთონ. შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ერთმანეთის დასრულებაში გაერთნენ, ფაქტია” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“არცერთი ენა არ გამოხატავს ისეთ სიძულვილს ცხოვლების, განსაკუთრებით ძაღლების მიმართ, როგორც ქართული” – დოდონა...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მძიმე რეალობაზე საუბრობს: "ერთი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე...