საქართველოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი და პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ უნდა გამოცხადდეს ჯვაროსნული სტრატეგიული ომი იმ ადამიანებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ რუსეთის მესიჯების გახმოვანებას საქართველოში:
,,ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ერთგვარი ჯვაროსნული საინფორმაციო ომი ყველა იმ ადამიანთან, იმ საინფორმაციო დივერსანტთან, ვინც ოკუპანტის მესიჯების გამხმოვნებელი იქნება საქართველოში.
მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვირუსს დავაღწიოთ თავი თითქოს მშვიდობის სანაცვლოდ საქართველომ ყველაფერი უნდა დათმოს.
ეს არის ძალიან მძიმე, როცა ამბობენ – “აბა ომი გინდათ?!” – მაშინ მე ვუბრუნებ კითხვას ამ ადამიანებს: თქვენ რა გინდათ, რომ თქვენ მონები ხართ, თქვენი შვილებიც მონებად გაზარდოთ და საქართველომ უარი თქვას თავისუფლებაზე?!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძემ


