spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის,...

“უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, ქვეყანაში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მწვავე პოზიციას აფიქსირებს და მას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად მიიჩნევს. მმართველი პარტიის ლიდერი ასევე საუბრობს ქვეყნის მე-3 პრეზიდენტთან მიმართებაში და მას ლაჩარს უწოდებს:

,,სამწუხარო რეალობაა, რომ მთელ მსოფლიოში, არც ერთ ქვეყანაში, ისეთ ვითარებაში, რომელიც ახლა არის უკრაინაში ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დროს არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. მით უმეტეს ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული, უნიკალური. ჩვენ ვართ ოკუპირებული. ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად. ამ დროს, როცა სიტუაცია არის ძალიან არაპროგნოზირებადი და მოწყვლადი, მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა.

ყოველივე ეს აბსოლუტურად მიუღებელია და იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია უკვე ატარებენ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მე-5 კოლონა, შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ბუნებრივია, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს.

ჩვენ, სამწუხაროდ, გვახსენდება აგვისტოს ომის დროს გმირობის არაერთი მაგალითი ჩვენი გმირების, ჩვენი ჯარისკაცების. უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა, მაშინ. ასევე, უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა, კაცობრიობის არსებობის მანძილზე. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს.

ასე, რომ ადამიანი, რომელმაც ასეთი სიმხდალე ჩაიდინა, მოღალატეობრივი, მისი რადიკალური ჯგუფი დღეს არ უნდა გვასწავლიდეს ჩვენი ქვეყნის სიყვარულს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“ოლიგარქიული სახელმწიფო: სამი რამ გადაბმული ერთმანეთში…” – ანა დოლიძე

სასამართლო ხელისუფლებაზე აქცენტით, ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს პარტია "ხალხისთვის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...