პარასკევი, აპრილი 11, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ვილოცოთ ერთად და შევავედროთ უკრაინა კიევის ქვაბთა შინა...

“ვილოცოთ ერთად და შევავედროთ უკრაინა კიევის ქვაბთა შინა დავანებულ წმინდა მამებს, რომ მათი ლოცვით მშვიდობა დამყარდეს და გადარჩეს უკრაინა” – მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი):

დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის ხსენება კიევის ქვაბთა შინა დავანებულ წმინდა მამათა.

და, რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს არ შეგვიძლია, რომ არ ვახსენოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ეს კიეველი ღირსი მამები არიან მთავარი მფარველები უკრაინისა და როგორც არავინ, მათ იციან უკრაინის წარსულიც, აწმყოც, მომავალიც, რა არის უკეთესი ამ ქვეყნის სულიერი გადარჩენისთვის, მომავლისთვის.

ამასთან დაკავშირებით საოცრად დაემთხვა. თქვენ ალბათ იცით, რომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით და დიდი მწუხარებით აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედება კვლავაც გრძელდება. ამ ომს ეწირება ათასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობაც, მათ შორის არიან ქართველებიც.

მისმა უწმინდესობამ ყველას მოგვიწოდა, მოგვცა ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის და ასევე პანაშვიდი იმისთვის, რომ მოვიხსენიოთ უკრაინაში დაღუპული ადამიანები, როგორც სამხედრო თუ სამოქალაქო პირების სულის საოხად.

ასე რომ, ვილოცოთ, ძმებო და დებო, ერთად და შევავედროთ უკრაინა კიევის ქვაბთა შინა დავანებულ წმინდა მამებს, რომ მათი ლოცვით მშვიდობა დამყარდეს და გადარჩეს უკრაინა, და ეს ტრაგიკული მოვლენები ისე დასრულდეს, როგორც აი, ამ დიდ მამებს სურთ და როგორც მათ უწყიან, თუ რა არის სასიკეთო.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“.

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი. 20 მარტი, 2022 წელი

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მარგარეტ ტეტჩერის მანჯურიული ვერსიაა წულუკიანი” – ალეკო ელისაშვილი

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კომენტარს აკეთებს...

“ერთერთი ვისაც ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა და ქვეყნიდან გაძევება, ეს საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილია”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებთან ერთად...

“პროტესტი მუშაობს! სანქციები ჭრის! რეჟიმი ირყევა! ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს!” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაში მის დაბარებას...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვოცნებობდი ამას…” – ზაზა სარალიძე: “დათუნა სარალიძის განცდები”

შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უზომო ტკივილით აღსავსე ემოციები...: "დათუნა სარალიძის...