spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვეცდები, მარტივად ავხსნა - რას იტყუება "ქართული ოცნება"...

“ვეცდები, მარტივად ავხსნა – რას იტყუება “ქართული ოცნება” სანქციების საკითხზე” – ვახო სანაია

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ვახო სანაია კონკრეტული ანალიზის საფუძველზე დეტალურ განმარტებებს აკეთებს და ამტკიცებს, რომ რეალურად ,,ქართული ოცნება” უკრაინას ებრძვის, ქართული ოცნება რუსეთის მხარესაა:

ვეცდები, მარტივად ავხსნა – რას იტყუება ,,ქართული ოცნება” სანქციების საკითხზე.

პირველივე დღიდან ვლაპარაკობ იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება პროპაგანდისტულად იყენებს სანქციების თემას. ნუ წამოეგებით ტყუილს. მთავრობამ ხელოვნურად წამოჭრა ეს საკითხი.

რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება – ჩვენ არ მივუერთდებით სანქციებს, რადგან ეს ჩვენს მოსახლეობას დააზიანებს. კი, ზარალი იქნება, მაგრამ იქნებ დავსვათ შეკითხვა – ვინ მოგთხოვათ სანქციების დაწესება. თქვენ თვითონ რატომ წამოჭერით ეს საკითხი? რატომ გაამწვავეთ? რატომ დაიხვიეთ ხელზე?

ჯერ ერთი, ყოველთვის შეიძლება ისე თქმა, რომ უკრაინის მოწინააღმდეგედ არ გაფორმდე. ვინ გიშლის, განაცხადო, რომ გარკვეულ სანქციებს მიერთებული ვართ; თუ აუცილებელი გახდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან განვიხილავთ თემებს; უკრაინის ხელისუფლებასთანაც მუდმივი კომუნიკაცია გვექნება; საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად ყველა დოკუმენტს ხმას მივცემთ; ჩვენ – საქართველოს ხელისუფლება – ყველანაირ დახმარებას გავუწევთ მეგობარს უკრაინას; ჩვენი ხალხიც ყველანაირად დაეხმარება უკრაინელ ხალხს; პრემიერ-მინისტრად წოდებული დაურეკავს ზელენსკის და მხარდაჭერას გამოუცხადებს; რუსეთი ჩვენი საერთო მტერია და ასე შემდეგ. ამასთან, ნუ შეუშლი ხელს მოხალისეების წასვლად უკრაინაში.
მეტს არაფერს ითხოვს არც ქართველი ხალხი, არც დასავლეთი და არც უკრაინა.

მაგრამ ცხადია, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება:

იცის, რომ სანქციებზე მიერთების საკითხი, ვაჭრობაზე შეზღუდვები ეკონომიკურ პრობლემებს მოიტანს. ამიტომ ხელოვნურად აცოცხლებს ამ თემას და ხალხს ეუბნება – აი, მე თქვენზე ვზრუნავ, შესაბამისად, არ ვუერთდები სანქციებს, ოპოზიციასა და ჩემს ყველა ოპონენტს კი ფეხებზე კიდიხართო და თან რუსეთთან ომი უნდათო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არავის ითხოვს ჩვენგან საქნციებზე მიერთდებას – ტყუილია.

ბევრი რამ შეგვიძლია, გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად სანქციებზე მიერთდების გარეშეც. არა – ოცნება მაინც აწვება თავის პროპაგანდას.

ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება – იმიტომ, რომ რეალურად რუსეთის მხარესაა; რეალურად სწორედ ასეთი პოლიტიკით მიჰყავს ქვეყანა უფსკრულისკენ; ყველანაირ საძაგლობას, რასაც კადრულობს უკრაინის წინააღმდეგ და ყველანაირ საძაგლობას, რასაც აკეთებს რუსეთის სასარგებლოდ, ფარავს სანქციების თემით, ყველაფერს ერთ ქვაბში აქცევს. სწორედ ამიტომ სჭირდება სანქციების თემაზე დაუსრულებლად ლაპარაკი, მაგრამ გავიმეორებ, არავინ სთხოვს მათ საქნციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ.

ამავეს საკითხს აბამს კიდევ ერთ პრობლემას. ერთია, სანქციებზე მიუერთებლობა და მეორეა, როგორ ეხმარება რუსეთს ქართული ოცნება. საერთაშორისო სანქციებისგან თავის ასარიდებლად, საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ეხმარება რუსეთს, ტოვებს შავ ხვრელს ჩვენი ტერიტორიის სახით. ფინანსები, კაპიტალი, რუსების დაარსებული კომპანიები, რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება და პუტინისგან შევიწროებული ჟურნალისტების დაბლოკვა – ეს და კიდევ ბევრი რამ, რასაც ივანიშვილი აკეთებს, საქართველოს აყენებს ბელარუსის გვერდით, რუსეთის მოკავშირედ.

ესე იგი, ერთია ის, რომ რუსეთს არ დაუწესო სანქციები, რაც შენც დაგაზარალებს ეკონომიკურად და მეორეა, რუსეთს მისცე შესაძლებლობა, გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს. ეს ორი სხვადასხვა საკითხია, მაგრამ ამათაც ქართული ოცნება დღაბნის ერთმანეთში და ორივეს სიტყვა ,,სანქციების” ქვეშ აქცევს, რომ ხალხი მოატყუოს.

აბა, ომი გინდათ? აბა, ჩვენი მოსახლეობის დაზარალება გინდათ სანქციებით?
შემიძლია, კიდევ ბევრი ,,აბა” ჩამოვთვალო, მაგრამ ეს ორიც კმარა იმის გასაგებად, რასაც აკეთებს ივანიშვილი.

,,ქართული ოცნება” უკრაინას ებრძვის. ქართული ოცნება რუსეთის მხარესაა.

რატომ?

1. იმიტომ, რომ ფიქრობს, როგორც კი პუტინი დამარცხდება, აქ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. ამიტომ გულშემატკივრობს უკრაინის დამარცხებას, ამიტომ ებრძვიან და ლანძღავენ მისი ტროლები-ბოტები-დაქირავებული ნაძირალა ,,ექსპერტები” ზელენსკის.

2. რეალურადაც რუსეთის მოკავშირეა – ბუნებრივიც და რეალურიც.

ასე რომ, არ მოტყუვდეთ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...