spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროკავშირის წევრობის ნაცვლად, ევრაზიის კავშირის წევრები არ გავხდეთ,...

“ევროკავშირის წევრობის ნაცვლად, ევრაზიის კავშირის წევრები არ გავხდეთ, ვიყოთ ყველა ფხიზლად“ – პაატა მანჯგალაძე

,,მთავარი არხის“ გადაცემაში ,,დღის სტუმარი“ ოპოზიციის ინიციატივის შესახებ – ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში მოწვევასთან მიმართებაში, პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე:

,,დღეს ზელენსკი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ განხილულია როგორც თავისუფლების, უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლო. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ასეთი აშკარა, ბოროტებასა და სიკეთეს შორის წყალგამყოფი, როგორც ახლა – მე არ მახსენდება თუ იყო ოდესმე. რუსეთი არის ბოროტება, ხოლო დანარჩენი მსოფლიო იბრძვის სიმართლისთვის, მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის.

ამ დროს, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ხელისუფლება ორჭოფობს – მე არც მეგონა, თუ კითხვის ქვეშ დადგებოდა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ზელენსკიმ სიტყვით მიმართოს საქართველოს პარლამენტს. მას ხვდებიან აშშ კონგრესში, ინგლისის ლორდთა პალატაში, გერმანიის ბუნდესტაგში, ევროპარლამენტში – ტაშს უკრავენ, როგორც თავისუფლების სიმბოლოს, ამ დროს კი საქართველოს პარლამენტი რას ამბობს…

პაპუაშვილის გამოსვლის შემდეგ მე მიჩნდება ეჭვი და ვთქვი კიდეც, რომ მათთვის მისაღები ზელენსკის გზა კი არ არის – თავისუფლებისა და ბრძოლის, არამედ იანუკოვიჩის გზა – რომელმაც ხელსაყრელი პირობები შექმნა კოლაბორაციით, დაშალა 150 ათასიანი უკრაინული არმია და ომის საფრთხე სწორედ მან გააჩინა, მან შექმნა ოკუპაციის წინაპირობები.

მე ვარ გულშემატკივარი – მომწონს/არმომწონს სხვა საკითხია. ადამიანურად ვამბობ, გულისფანქცალით ვუყურებ ღარიბაშვილის, კობახიძის გამოსვლას – რამე ისეთი არ თქვან, რომ ქვეყანა დააზიანონ! ვგულშემატკივრობ ამ ბრძოლაში მათ, მაგრამ სამწუხაროდ, ეჭვი მაქვს და ისე არ აღმოჩნდეს, რომ ევროკავშირის წევრობის ნაცვლად, ევრაზიის კავშირის წევრები არ გავხდეთ, ვიყოთ ყველა ფხიზლად – მივმართავ მოსახლეობას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...