spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მთავრობის არასწორმა და უგუნურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რუსეთის...

“საქართველოს მთავრობის არასწორმა და უგუნურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული გაგვხადა” – ვასო ურუშაძე

დღეს ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ”რუსეთის გავლენები საქართველოს ეკონომიკაში” კვლევის პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ეკონომიკის ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.

,,ჩვენ ჩავატარეთ საქართველოს ეკონომიკური ბაზრებისა და პოლიტიკური ტენდენციების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი რუსეთთან მიმართებაში. კვლევამ აჩვენა რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, 3.5-ჯერ უფრო მეტად გავხდით ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ვიყავით 2003-2012 წლებში.

განსაკუთრებით საგანგაშოა მდგომარეობაა სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებთან მიმართებაში. ხორბლის იმპორტი რუსეთიდან, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, 2.5 ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალს 2012 წელს მთლიანი ბაზრის მხოლოდ 40% ეჭირა, 2021 წლისთვის ეს წილი 95%-მდე გაიზარდა.

3-ჯერ გაიზარდა რუსეთზე დამოკიდებულება ნავთობპროდუქტების იმპორტის ნაწილში. საქართველოში რუსეთიდან ბენზინის იმპორტი 2014 წლიდან მუდმივად იზრდება და მთლიანი ბაზრის 44%-ს შეადგენს, ფაქტიურად რუსულმა ბენზინმა საქართველოში ჩაანაცვლა ევროპული, რუმინული წარმოშობის ბენზინი. 2012 წლიდან მუდმივად იზრდება დიზელის საწვავის იმპორტიც, რომელიც დღეის მდგომარეობით ბაზრის 24%-ს შეადგენს, ამ შემთხვევაშიც მოხდა რუმინული და აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების რუსულით ჩანაცვლება.

2.5 ჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან და 2012 წლიდან საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნიდან იმპორტიორ ქვეყნად გადაიქცა.

საქართველოში რუსული გაზის იმპორტი განსაკუთრებულად მაღალი ტემპით, 3.5 ჯერ გაიზარდა და 2021 წელს 425 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

ანალოგიურია მდგომარეობაა სხვა მიმართულებებითაც, 3-ჯერ გაიზარდა სავაჭრო საქონელბრუნვის საერთო მოცულობა, 3-ჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 5-ჯერ გაიზარდა სატრანსპორტო გადაზიდვების ინტენსივობა, რაც ნათლად ადასტურებს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდას.

კვლევამ ასევე გვიჩვენა საყურადღებო ტენდენცია, 2013-2021 წლებში საქართველოში ჯამურად რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა 5.4 ჯერ მეტია, 2003–2012 წლებში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაზე. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ბოლო სამი თვის მონაცემები, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვექნება საგანგაშო მაჩვენებლები.

ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რაც 500 მილიონიანი მოსახლეობის მასშტაბის სავაჭრო ბაზრის ათვისების პოტენციალს ნიშნავდა და ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკისთვის. საქართველოს მთავრობის არასწორმა და უგუნურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული გაგვხადა. საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის ბაზრის დივერსიფიცირების პოლიტიკური ნების არარსებობამ, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია საქართველოს რუსეთზე, როგორც იმპორტ, ისე ექსპორტდამოკიდებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში. არსებული გარემოება არის პრობლემა საქართველოს ეკონომიკისთვის და მომატებული საფრთხე სახელმწიფოსთვის”, – აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...