შაბათი, ივნისი 28, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები„ეთიკის კოდექსზე ხელის მოწერით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები ნეიტრალურობასა...

„ეთიკის კოდექსზე ხელის მოწერით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები ნეიტრალურობასა და ეთიკის უმთავრესი პრინციპების დაცვაზე ვთანხმდებით“ – გიორგი შარაბიძე, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე

დღეს ცესკოს წევრებმა ხელი მოვაწერეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს. ამ ეთიკის კოდექსით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები ვაღიარებთ და ვიღებთ ვალდებულებას ვიყოთ ეთიკურები და ნეიტრალურები. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ შუალედური არჩევნები შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად,“ – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ხელის მოწერის ცერემონიალის შემდეგ; მისივე თქმით უკვე რამდენიმე წელია ეთიკის კოდექსი ტრადიციად იქცა ყოველი არჩევნების წინ, რაც არის ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი საფეხური საარჩევნო პროცესებში.

ეთიკის კოდექსს დღეს, ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტზე ხელისმოწერით კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დაიცავენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან კეთილსინდისიერები, დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები და ობიექტურები. იმოქმედებენ ღიად და გამჭვირვალედ.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა (რუსთავსა და გარდაბანში) და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...