spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გავეცი პასუხი კითხვას, რომელიც მთელი ეს დღეები მღრღნიდა,...

“გავეცი პასუხი კითხვას, რომელიც მთელი ეს დღეები მღრღნიდა, მანადგურებდა, მტანჯავდა” – ხათუნა ლაგაზიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, სოციალურ ქსელში, მრავალმხრივ ანალიზთან ერთად კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და იქ წარმოებული ომის გამო, მსოფლიოში შემნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით:

გავეცი პასუხი კითხვას, რომელიც მთელი ეს დღეები მღრღნიდა, მანადგურებდა, მტანჯავდა:

  • თუ უკრაინა ნატოზე ამ ეტაპზე უარს ამბობს, იმიტომ რომ ნატო ამბობს უარს უკრაინაზე, თან ეს ყველაზე მცირე და ამ ეტაპზე ყველაზე უმტკივნეულო დათმობაა უკრაინისთვის, რამაც შეიძლება პუტინს საკუთარ ამომრჩეველში სახე შეუნარჩუნოს;
  • ვიქნებით თუ არა შემდეგი ჩვენ ნატოს უარყოფის გზაზე და რას ვეუბნებით ჩვენს ხალხს – სად მივდიოდით ამდენი წელი, რას ვეწირებოდით, ახლა რა შეგვრჩა ხელში, სადაა ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები?!
  • და მივხვდი, მგონია რომ მივხვდი და ამოვისუნთქე, და ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა ამოვისუნთქოთ:
  • მოდელი ბრიტანეთის ბრექსიტია – ინგლისის გამოსვლა ევროკავშირიდან, რომელმაც მას ხელფეხი გაუხსნა მოძველებული და მოუქნელი ევროპული ბიუროკრატიის წნეხისგან და როგორც უკრაინის ომმა გვაჩვენა, გაცილებით ეფექტური გახადა!
  • ჰოდა, უკრაინის ომი დასავლეთისთვის ტექტონიკური ძვრების მომხდენად იქცა, სადაც ყველას დაერქვა თავის სახელი, ყველას თავისი ხევდრითი წონა მიენიჭა, არა მარტო მიძინებული ღირებულებების გაცოცხლების თვალსაზრისით, არამედ – უსაფრთხოების ახალი არქიტექტურით, სადაც წამყვანი “ბებერი” ევროპა ვეღარ იქნება, სამაგიეროდ იქნება ტონის მიმცემი უკრაინა, ბრიტანეთი და “ახალი ევროპა” რუსეთის შეკავების თამამი და ეფექტური მექანიზმებით!
  • ახალი კოალიციები ახალი ევროპისთვის, სადაც ყველა ეცდება რომ რუსული მონსტრი აღარასოდეს აღორძინდეს.
  • და ის რაც რუსეთისგან დარჩება, იქნება ჩინეთის უკანა ეზო, იმ ჩინეთის, რომელსაც რუსეთი საკუთარი ჯარისთვის საჭმელს სთხოვს!
  • მსოფლიო, მათ შორის, ჩვენი სამეზობლო – ახალი, რუსეთის გავლენებისგან თავისუფალი გადანაწილებისთვის ემზადება.
  • ამას მოწმობს ბოლო დღეებში ერდოღანისა და ისრაელის პრეზიდენტის, ყაზახეთის ნაზარბაევისა და იმავე ერდოღანის შეხვედრები და ხაზგასმა ახალ შესაძლებლობებზე, რომელსაც მიმდინარე პროცესები ქმნის.
  • და ახლა ჩვენ, ყველა ჩვენი ადამიანური კაპიტალი, რომელიც კიდევ ღირებულია და კვოტირებს უკრაინასა და დასავლეთში, უნდა ავამოქმედოთ და გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საქართველო სხვების მიერ წამოგდებული წყალობის და მიჩენილი ადგილის იმედად კი არ უნდა დარჩეს, არამედ თავად მოვნახოთ ჩვენი ღირსეული, უსაფრთხო და წარმატებული ფუნქცია, როლი და ადგილი და ყველაფერი გავაკეთოთ ამ ადგილის დამკვიდრებისთვის!
  • ახალი კოალიციები, ახალი, უსაფრთხო ევროპისთვის – აი შანსი და აი ადგილი! დანარჩენს, უფრო ვრცლად და გარკვევით, გზაში დაგაწევთ, ჩვენი გადასადგმელი ნაბიჯების – საგზაო რუკის ჩათვლით“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია…” – ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი სოციალურ...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...