spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ ხარჯავთ ძვირფას დროს მეორეხარისხოვანი შიდაპარტიული მიზნებისთვის, როცა...

“რატომ ხარჯავთ ძვირფას დროს მეორეხარისხოვანი შიდაპარტიული მიზნებისთვის, როცა რუსეთის აგრესიამ მსოფლიოს აჩვენა, რომ პირველი მსხვერპლი იყო საქართველო” – პაატა მანჯგალაძე საპარლამენტო უმრავლესობას

რატომ ხარჯავთ ძვირფას დროს დღესაც მეორეხარისხოვანი შიდაპარტიული მიზნებისთვის, როცა რუსეთის აგრესიამ მსოფლიოს აჩვენა, რომ პირველი აგრესიის მსხვერპლი იყო საქართველო. ეს უდნა გამოვიყენოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე კონსოლიდირებისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად დაცული, ვიდრე ვართ დღეს, რადგან საფრთხე არის რეალური“, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მისი თქმით, აუცილებელია შეიქმნას ისეთი ფორმატები, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანად იქნება წარმოდგენილი.

უკრაინაში არსებული რუსული აგრესიის ფონზე, მარტივად არ არის საკითხი, არც საქართველოსთვის, არც საქართველოს ხელისუფლებისთვის, მაგრამ, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ისე ახლოს არ ვყოფილვართ ჩვენი ეროვნული მიზნების მიღწევასთან, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს შექმნა და მისი დაცვა ევროპულ სტრუქტურებში – ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციით.

ეს არის აბსოლუტური რეალობა და მე მინდა მივმართო ჩვენს კოლეგებს უმრავლესობიდან, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა თანხმობისთვის – შევქმნათ ფორმატები, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია იქნება ერთიანად წარმოდგენილი ამ პროცესებში, რადგან ეს არ არის არც ერთი პარტიის, არც ერთი ხელისუფლების ამოცანა, ეს არის ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...