spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკონსტიტუცია პრეზიდენტს არ დაურღვევია და თუ ირაკლი კობახიძე...

კონსტიტუცია პრეზიდენტს არ დაურღვევია და თუ ირაკლი კობახიძე გაბედავს, დაიწყებს იმპიჩმენტის პროცედურებს – საკადრის პასუხს მიიღებს ქართველი ხალხისგან! – პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი და პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე მწვავე შეფასებას აკეთებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის საზღვარგარეთ განხორციელებულ ვიზიტსა და შეხვედრებთან არაკონსტიტუციური ქმედების რანგში გაყვანასთან დაკავშირებით:

,,კონსტიტუცია პრეზიდენტს არ დაურღვევია – პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ამ ქვეყნის მთავარი კანონმდებელი არის ხალხი.

დღეს პრეზიდენტი საუბრობდა ვის მოსწონს/ვის არ მოსწონს?! – უნდა ვაღიაროთ, რომ ის საუბრობდა იმ ეროვნულ ინტერესზე, რაც სჭირდება დღეს საქართველოს!

თუ ამის გამო ირაკლი კობახიძე გაბედავს და დაიწყებს იმპიჩმენტის პროცედურას – საკადრის პასუხს მიიღებს ქართველი ხალხისგან!

მე ამ შემთხვევაში ვიცავ არა პერსონალურად ზურაბიშვილს, არამედ ინსტიტუციას, რასაც ჰქვია პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განმარტებას, ევროპაში განხორციელებულ კერძო ვიზიტთან დაკავშირებით, კონკრეტული შეფასება მისცა ირაკლი კობახიძემ:

2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან დაკავშირებით პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ “ეს თუ მართალია, რაც თქვა გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, მაგაში გავერკვევით“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...