spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"2019 წლიდან პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტად იქცა ჯარისკაცზე ზრუნვა და...

“2019 წლიდან პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტად იქცა ჯარისკაცზე ზრუნვა და ეს, რა თქმა უნდა, რჩება და დარჩება” – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტში ნდობის ჯგუფის დახურულ ფორმატში უსმენენ. მისი განცხადებით, გამოსცეს თავდაცვის ძალების განვითარების გეგმა, რომელიც საჯარო დოკუმენტია და განსაზღვრულია საქართველოს საბრძოლო შესაძლებლობების პრიორიტეტები:

,,ყოველდღიურ რეჟიმში, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები, ვიკრიბებით პრემიერთან. გავდივართ იმ მოვლენებს, შესაძლო შედეგებს, რისკებს, რაც შეიძლება მოყვეს უკრაინაში განვითარებულ ომს.

ჩვენი უწყების მასშტაბით ვიმუშავეთ ჩვენ ნაწილზე ჩვენ პარტნიორებთან ერთად. ჩვენი ნაწილი არის სრულად ჩამოყალიბებული და უახლოეს მომავალში უსაფრთხოების საბჭოზე დავასრულებთ ამ პროცესს.

ჩვენ გამოვეცით თავდაცვის ძალების განვითარების 10 წლიანი და 2021-25 – 4 წლიანი გეგმა. ეს არის საჯარო დოკუმენტები და შეგიძლიათ ნახოთ, სადაც განსაზღვრულია ჩვენი საბრძოლო შესაძლებლობების პრიორიტეტები.

ასევე, პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტად 2019 წლიდან იქცა ჯარისკაცზე ზრუნვა და ესეც არის ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, რჩება და დარჩება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...