spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ომია და ნამდვილად არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო...

“ომია და ნამდვილად არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ” – ვახტანგ გომელაური

პარლამენტში, დახურულ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა გაიმართა. მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ საზღვრები კონტროლდება მაღალ დონეზე და არ არის მართალი, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში:

,,საზღვარი კონტროლდება, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ დონეზე. უსაფრთოების სამსახურთან ერთად გვაქვს მაქსიმალურად აქცენტი გაკეთებული უსაფრთხოებაზე როგორც ვალეს საზღვარზე, ასევე გამშვებ პუნქტებზე. იყო ხშირი საუბარი, რომ თითქოს და უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში – ეს არ არის მართალი.

ომის დაწყებიდან 24 თებერვალიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში არის 20 000 ადამიანზე ცოტა მეტი შემოსული, როცა იყო შემოსული 2019 წელს 40 000, ანალოგიურ პერიოდში. აქედან კიდევ ძალიან ბევრი შემოდის მაგალითად, თურქეთის მიმართულებით, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა – ჩეჩნები, დაღესტანელები, ინგუშები“, – აღნიშნავს ვახტანგ გომელაური.

შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე კომეტარს აკეთებს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ:

,,ომია და ნამდვილად არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, რაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი, რა თქმა უნდა, არანაირად ჯდება არც დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში. სამწუხაროა ძალიან.

რაც გააკეთა პრემიერმა, მხარს ვუჭერ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეუძლია საქართველოს“, – აცხადებს ვახტანგ გომელაური.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...