ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეონა აქუბარდია ფრიდონ ინჯიას - ან ვართ ცივილიზებული...

თეონა აქუბარდია ფრიდონ ინჯიას – ან ვართ ცივილიზებული დასავლეთის მხარეს ან ვებმებით რუსეთს და ვრჩებით იქით, სადაც 30 წელია ვცდილობთ, რომ აღარ დავბრუნდეთ

ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ რუსეთთან ფინანსურად ჩაბმა და სანქციებთან არ მიერთება არის გზა ჩვენი ევროკავშირში წევრობისთვის’’ – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის’’ წევრმა თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე „ევროპელი სოციალისტების“ წევრ ფრიდონ ინჯიას, მის მიერ დასმულ კითხვაზე – „ხომ არ დადგა დრო, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?“.

აქუბარდიას თქმით აუცილებელია ამ კუთხით ცალსახად იყოს წითელი ხაზი გავლებული თუ სად არის საქართველო:

როდესაც რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის საქართველოსაც, როგორც პოლიტიკურად ასევე ეკონომიკურად, ბატონ ფრიდონს ვერ დავეთანხმები ერთის მხრივ ევროკავშირში განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით მისალმებაში და მეორეს მხრივ რუსულ სამყაროზე ჩაბმასთან მიმართებაში. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული რამ არის – ან ვართ ცივილიზებული დასავლეთის მხარეს ან ვებმებით რუსეთს და ვრჩებით იქით, სადაც 30 წელია ვცდილობთ, რომ აღარ დავბრუნდეთ.

ამიტომ ამ კუთხით ცალსახად უნდა იყოს წითელი ხაზი თუ სად არის საქართველო. ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ცივილიზებულ დასავლეთთან და ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ რუსეთთან ფინანსურად ჩაბმა და სანქციებთან არ მიერთება არის გზა ჩვენი ევროკავშირში წევრობისთვის”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პოლიტიკური შეფასებებით, ევროპარლამენტის...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...