spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთავრობა არის უღირსი, ჩვენ არ ვართ უღირსები!" -...

“მთავრობა არის უღირსი, ჩვენ არ ვართ უღირსები!” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას“ თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ პროტესტი გამოხატა რუსული წარმოების პროდუქტების მიმართ და კანცელარიის წინ პერფორმანსით გამოეხმაურა. ოპოზიციონერი ლიდერი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანას აპროტესტებს:

,,ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველა, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ახლა ვზრუნავდეთ, რომ მოეხრჩოს რუსული ეკონომიკა იმიტომ, რომ ეს არის ბოროტების საყრდენი, აქ აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმაზე, რომ კომფორტი შეუქმნან რუსულ ეკონომიკას. თურმე საქართველოს პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე.

აი ესეთ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენ სახელმწიფოს ამ ,,ქართული ოცნების” მთავრობის წევრები, რაც არის პირდაპირ ღიად რუსულ სამყაროში ყოფნა.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკრაინელები ომობენ და იბრძვიან, ხვალ კი უკრაინა იქნება ყველაზე აყვავებული, მათ შორის ეკონომიკურად, ადგილი, სადაც მთელი მსოფლიოს რესურსები იქნება მობილიზებული, სადაც არის, ასევე, ჩვენი პერსპექტივა.

ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა გავაპროტესტოთ. ჩვენ გვყავს ესეთი მთავრობა, მაგრამ ჩვენ არავინ არ გვაიძულა, რომ ვიყოთ უღირსები. მთავრობა არის უღირსი, ჩვენ არ ვართ უღირსები!”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როდესაც ნავთობიმპორტიორები კარტელური გარიგების პირობებში მოქმედებენ, ბაზრის რეალური მდგომარეობა მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია” – რომან...

საქართველოში საწვავზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს და მძიმე მინიშნებებს...

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...