შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოასაქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა...

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს დაევალათ მათი დახმარება პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფის

მთავრობის განკარგულების შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიიდან მოლდოვას რესპუბლიკაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, მოლდოვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. კიშინეუდან ქ.ბუქარესტის მიმართულებით მოქალაქეების გადასაყვანად დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისი.

🔹ავტობუსის რეისმა ამჟამად საქართველოს 39 მოქალაქე რუმინეთში, ქ. ბუქარესტში გადაიყვანა, სადაც მათ საქართველოს საელჩომ ქმედითი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და უზრუნველყო საცხოვრებლითა და საკვებით. საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან სამშობლოში.

🔹აღსანიშნავია, რომ უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი და უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს დაევალათ მათი დახმარება პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფის მხრივ.

🇲🇩 მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებია: +37379111179; +37379000212;

🇵🇱 პოლონეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +48 572 488 665;

🇭🇺 უნგრეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +36 30 858 66 22;

🇸🇰 სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +421 918663008;

🇷🇴 რუმინეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზია +40743232292;

📍საქართველოს საელჩო, კიევი:
+ 380 (63) 376 77 68
+ 380 (44) 590 69 50
+ 380 (93) 544 01 17
+ 380 (63) 376 73 64

📞გენერალური საკონსულო, ოდესა:
+ 380 (63) 176 75 55
+ 380 (93) 761 17 17

📞საკონსულო პუნქტი ლვოვში:
+380 (63) 376 77 68
+380 (63) 376 73 64

📞საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+ 995 (32) 2 94 50 50

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლელა კაკულია: “თეირანი დარწმუნებულია, რომ ამერიკა არ დაარტყამს ირანს. ირანი ცდება!”

19 ივნისს ლელა კაკულიას ფეისბუქის გვერდზე მისი წინასწარმეტყველებები გამოქვეყნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...