spot_img
მთავარიაქტუალური თემებისაჭიროა პირდაპირი და ყოველდღიური ავიარეისები დიდი ქალაქებიდან -...

საჭიროა პირდაპირი და ყოველდღიური ავიარეისები დიდი ქალაქებიდან – გიორგი ვაშაძე

“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, რამდენიმე დღის წინ, ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძის ინიციატივა 5 პუნქტს მოიცავს. ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, “მხარდაჭერა საქართველოს” – ეს არის კრიზისის დაძლევის ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველოს თავიდან ააცილებს დამატებით ეკონომიკურ პრობლემებს და მოახდენს მის ინტეგრაციას დასავლური უსაფრთხოების სისტემაში.

“ჩვენ წარმოვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმის 5 პუნქტიანი ინიციატივა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც, მოვიზიდავთ მილიონობით ტურისტს და ლარის კურსი დაიწყებს გამყარებას. საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის გაიხსნება ბაზარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ეს კი, თავისთავად, დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.

ჩვენი გუნდის ინიციატივა, როგორც უკვე გითხარით, ხუთი პუნქტისგან შედგება და ერთ-ერთი მათგანია ინიციატივა სახელწოდებით “საქართველო ახლოსაა“. რას გულისხმობს ეს კონკრეტული პუნქტი: აუცილებელია, დაიწყოს ბევრად უფრო მასშტაბური და მიზნობრივი კამპანია იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს მაღალი ცნობადობა აქვს. საჭიროა დაინიშნოს პირდაპირი, ყოველდღიური ავიარეისები ამ ქვეყნებში არსებულ დიდ ქალაქებთან, მაგალითად – ლვოვი, დნეპროპეტროვსკი, გდანსკი, კრაკოვი, ვროცლავი, პოზნანი, რიგა, ვილნიუსი და ა.შ. არასწორია პირდაპირი ავიარეისები მხოლოდ დედაქალაქებიდან.

ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, მსგავს მილიონიან ქალაქებში, არის დიდი და ეს ინტერესი ჩვენ კიდევ მეტად უნდა გავამძაფროდ. პირდაპირი ფრენის არარსებობა კი ქმნის დამატებით დაბრკოლებებს და ტურისტი აღარ მოდის საქართველოში. აუცილებელია გვქონდეს პირდაპირი რეისები ყველა იმ დიდ ქალაქთან, სადაც ცნობადობა საქართველოსი არის მაღალი. ეს მოიზიდავს ასობით ათას დამატებით ტურისტს, რაც მოიტანს შემოსავალს ქართველი ოჯახებისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ისაა, რომ ამ რეგულაციით კომპენსაცია მოხდება რუსეთიდნ შემოსული ტურისტული ნაკადის კლების. თუ ქვეყანა ხელმისაწვდომი არაა და მარტივი არ არის მასში ჩასვლა, მაშინ ეს არის დემოტივაციის ფაქტორი ტურისტისთვის. ამის პრობლემა დღეს ნამდვილად გვაქვს.

ვფიქრობ, მთავრობამ უნდა დაიწყოს მუშაობა იმაზე, რომ კომპანია “ტავმა”, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორია, დააწესოს სპეციალური ფასები კრიზისული სიტუაციისთვის. კომპანიისთვის, ვინც დანიშნავს რეისს ამ ახალი ქალაქებიდან უნდა იყოს დაბალი ტარიფი ავიამოსაკრებლის კუთხით და ტარიფი არ უნდა ისეთი მაღალი, როგორიც ეს დღესაა. ეს არის კომპლექსური სამუშაო, რომელიც უნდა ჩატარდეს. ყოველდღიურად ორი ან სამი დამატებითი რეისი, დიდი ქალაქებიდან, საქართველოში ჩამოიყვანს ასობით ათას ტურისტს. ეს შემოიტანს დამატებით თანხებს ქვეყანაში და გააჩენს შემოსავალს ქართველი ოჯხებისთვის.

პირდაპირი ავიარეისების შესასრულებლად კი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ქართული ავიაკომპანიები.

ჩვენ გვაქვს მეგობარი ქვეყნების სურვილი და მზაობა, მხარი დაუჭირონ საქართველოს. ამიტომ, ახლა საჭიროა სწორი და დროული მოქმედება” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...