ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სენატის მხრიდან საქართველოს მიმართ ყურადღება უაღრესად მნიშვნელოვანია" -...

“სენატის მხრიდან საქართველოს მიმართ ყურადღება უაღრესად მნიშვნელოვანია” – დავით ზალკალიანი

2022 წლის 4 მარტს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელთან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან, სენატორ ბენ კარდინთან.

საუბრის მთავარ თემას უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული უსაფრთხოების  ვითარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები,  მიმართულია არამარტო უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის წესებსა და პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის რეგიონისა და მთლიანად ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

დავით ზალკალიანმა საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და უსაფრთხოების რთულ გარემოზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორს  იმ მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც აშშ-ის სენატში საქართველოს მიმართ არსებობს.

თავის მხრივ, სენატორმა კარდინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. სენატორი კარდინი მიესალმა საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

საუბრისას აღინიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს და ხაზი გაესვა ამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას:

,,სენატის მხრიდან საქართველოს მიმართ ყურადღება უაღრესად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ჩვენი საუბარი შეეხებოდა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას და იმ შესაძლო საფრთხეებს, რომელიც საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ აშშ-ის მხრიდან მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ჩვენი მხარდაჭერა და განეიტრალებული მომდინარე საფრთხეები.

კიდევ ერთხელ მივიღე რწმუნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, გააგრძელებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას და მხარდაჭერის აღმოჩენას საქართველოსთვის, როგორც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე – ჩვენი ეკონომიკური განზომილების მიმართულებითაც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში რეპრესიების იარაღად იქცა”

საქართველოში ბოლო დროს მომხდარ კონკრეტულ მძიმე ფაქტებს მწვავე შეფასებებით...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“ვიღაცეები ციხე-კურორტზე რომ არიან წამოკოტრიალებულები და მსხვერპლს თამაშობენ…” – ლალი მოროშკინა

საგამოძიებო კომისიაზე ჩვენება მისცა ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი...

“აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არეულია” – კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...