spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ უკრაინაში ყველა ქალი, ბავშვი და მოხუციც კი...

“თუ უკრაინაში ყველა ქალი, ბავშვი და მოხუციც კი იბრძვის, რატომ არ ებრძვის რუსი ხალხი პუტინს, საკუთარ მტერს?” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია რუსეთიდან, ოკუპანტი ქვეყნიდან რუსების საქართველოში მასიურ შემოსვლასთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით და კონკრეტული წინადადებებით ხელისუფლებას მიმართავს:

დიდი გარჩევა მიდის, რა ქნან წესიერმა რუსებმა? გამორბიან და არ მივიღოთ? არა, არ უნდა მივიღოთ საქართველოში რუსები. აბა, რა ქნან რუსებმა? – ებრძოლონ პუტინს!

ნუთუ მარტო უკრაინელების ვალია პუტინთან ბრძოლა?!!! არა! პირველ რიგში პუტინს უნდა ეომონ რუსები, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ ადრე და მალე პუტინის დამთავრება. გაივსო იზოლატორებიო, ხოდა გამოვიდეს მეტი, იმდენი რომ არც ერთ იზოლატორში არ დაეტიონ. თუ უკრაინაში ყველა ქალი, ბავშვი და მოხუციც კი იბრძვის, რატომ არ ებრძვის რუსი ხალხი პუტინს, საკუთარ მტერს?

და თუ მაინცდამაინც ომის ველიდან გაქცევა უნდათ შეშინებულ რუსებს, მაშინ ისეთ ქვეყანაში გაიქცნენ, რომელიც ოკუპირებული არ აქვთ!

და ნუ დაგავიწყდებათ, რომ რუს მოსახლეობას უკან ყოველთვის რუსული ტანკი მოყვება.
დღეს საქართველომ თავი უნდა დაიცვას ნებისმიერი რუსისაგან, ამისათვის საჭიროა:

1. საქართველოს მთავრობამ აღადგინოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან, სანამ პუტინია სათავეში. ისედაც ცოტანი ვართ და ნუ წაალეკინებთ ჩვენ თავს რუსებს.

2. საქართველოს მთავრობა, დაკეტეთ საქართველოს ცა რუსეთისთვის! ამ ერთ სანქციას მაინც შევუერთდეთ.

(გამონაკლისის სახით, მხოლოდ სომხურ ავიაკომპანიებს მიეცეთ რუსეთში ფრენის უფლება, რომ არ აღმოჩნდეს სომხეთი იზოლაციაში)“, – აცხადებს ბაია პატარაია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ნომინალური დემოკრატიის შექმნა და დასავლური ორიენტირი პრაქტიკულად ხელახლაა დასაწყები” – არჩილ გამზარდია

სომხეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) მე-8 სამიტზე მთავრობის...

“ბიძინას გათვლით, დასავლეთის სიჯიუტე და პრანჭვა ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს, აღიარონ მასთან მარცხი”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის...

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...