შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტებიმამუკა მდინარაძე საპარლამენტო ოპოზიციას: მაშინაც ღალატობდით და ახლაც...

მამუკა მდინარაძე საპარლამენტო ოპოზიციას: მაშინაც ღალატობდით და ახლაც ღალატობთ ამ ქვეყანას

თუ ვინმესთვის მძიმე შეურაცხყოფა არ არის რუსული იარლიყის მიკერება, ეს თქვენი პრობლემაა“, – მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, როცა ხალხი იღუპება, პიარკამპანიისთვის იმ სიტუაციის გამოყენება სირცხვილია.

ერთი წელი გავიდა და ყველა გამოსვლაში, როცა რეზოლუციის თემას ვეხებით, გეკითხებით: რატომ დაუჭირეთ მხარი? ერთ-ერთს რომ წამოსცდა, კომპრომისი იყოო, მაშინ თქვით, რომ კომპრომისი იყო. ქართველი სამხედროების მიმართ დაბრალება იყო თუ არა ღალატი, პასუხი გამეცით. ღარიბაშვილის სიტყვებს რომ დასდევთ, ინტერპრეტაციას უკეთებთ და ისე აწოდებთ საზოგადოებას, ვინმემ პასუხი გამეცით როდესმე ამ კითხვაზე!“, – მიმართა ოპოზიციას მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ბოლომდე უნდა იღვაწო, გააკეთო ყველაფერი, რომ შენს ქვეყანას სისხლისღვრა ააცილო, თუ ამის შესაძლებლობა თეორიულად მაინც არსებობს, მაგრამ თუ სხვა გზა არ გექნება, უნდა იბრძოლო და თავიც შეიძლება გაწირო.

ამ დროს თქვენ რითი ხართ დაკავებული შიგნით და გარეთ? – როგორ „გავარუსოთ“ საქართველოს ხელისუფლება. მაშინაც ღალატობდით და ახლაც ღალატობთ ამ ქვეყანას, თორემ პასუხი გამეცით, მაშინაც რატომ დაუჭირეთ მხარი იმას, რასაც დაუჭირეთ ან დღეს რატომ აკეთებთ ამას? რატომ ცდილობთ, რომ თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას იარლიყი მიაწებოთ ისეთი, რომელიც ქვეყანასაც დააზიანებს საუბედუროდ,“ – მიმართა ოპოზიციას მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საზოგადოებას  ერთგვარი "ხმამაღალი...

ლელა კაკულია: “თეირანი დარწმუნებულია, რომ ამერიკა არ დაარტყამს ირანს. ირანი ცდება!”

19 ივნისს ლელა კაკულიას ფეისბუქის გვერდზე მისი წინასწარმეტყველებები გამოქვეყნდა...

“მალე ბევრი დაჭერილი და გაკულაკებული რომეოები გვეყოლება” – ნინო ჯანგირაშვილი

ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებისას კონკრეტულ მოლოდინებზე საუბრობს ტელეკომპანია "კავკასიას"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...