spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც უნდა...

“იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც უნდა გავხდეთ ამ ერთიანობის ნაწილი” – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

საქართველოს ღირსება ისტორიულად ყოველთვის იყო და დღესაც არის ის, რომ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით, ვიდექით იქ, სადაც საქართველო უნდა მგდარიყო!

ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას – თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი დღეს აქ, პარიზში და ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც უნდა გავხდეთ ამ ერთიანობის ნაწილი. დღეს ახალი ფანაჯარა იხსნება, სადაც ევროპელები მზად არიან, რომ სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და მინდა ყველას (და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ) ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა, ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელიც ხვალ ევროპის ნაწილი იქნება, იმ ევროპისა, რომელმაც დღეს თავისი ღირსება აჩვენა თავისი ერთიანობითა და უკრაინისადმი თავისი აქტიური მხარდაჭერით.

ჩვენ დღეს ყველანი უკრაინის მადლიერები ვართ, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა საერთაშორისო არენაზე საქართველოს სხვა სურათი. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის თავისი პრინციპების ერთგული იყო,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...