პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს უკრაინაში არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით და ამასთან ერთად, კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს ქართულ ოპოზიციასთან მიმართებაში:
,,ძალიან სამწუხაროა და ჩემთვის ძნელად მოსასმენია, როდესაც ვხედავ, რომ მთელი მსოფლიოს საზრუნავი უკრაინელი ხალხია, აქაური ოპოზიციის საზრუნავი – საქართველოში საკუთარი მერკანტილური ინტერესი. აი, ეს არის უბედურება!
პირდაპირ დავარქმევ ამას სახელს – უბედურება. ეს არის მანკიერი აზროვნების კლასიკური მაგალითი და მოდელი.
ერთი არის ლაპარაკი და ყბედობა, ბოდიშს ვიხდი ოპოზიციის მხრიდან, მეორე მხარეს არის რეალურად ნაკეთები საქმეები.
ხელისუფლება ამ წუთას დგას უკრაინელი ხალხის გვერდში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე