ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისა და საქართველოში მეგობარი ქვეყნის, მეგობარი ხალხის მხარდამჭერი აქციების პარალელურად პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე ხელისუფლებას მიმართავს და პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას მოითხოვს:
“მიხეილ სააკაშვილი გამოუშვით!!!
სირცხვილია მისი ციხეში ყოფნა!
პუტინის პირველი პატიმარი ციხეშია – სირცხვილია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.