spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს...

“ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს” – ნინო გიორგობიანი

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციას მიმართებაში საზოგადოების, პოლიტიკოსების, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ არაერთგვაროვან შეფასებებზე:

დილიდან ვაკვირდები შეფასებებს, რაც პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გაკეთდა. ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს. ამბობს სიმართლეს, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ის.
მან თქვა რომ :

• საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება; მან განაცხადა, რომ საქართველოში ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ პოლიტიკას; ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა საქართველოში დასრულდა;
• ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდეს;
• ოპოზიციის ამოცანაა, პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების განმეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს;
• პიარისთვის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვასა და პარლამენტში მისვლას არ აპირებს;
• უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს, რადგან ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია, უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია და არათუ ის, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში;
• პრემიერის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ჩართული იყო და ევროკავშირის ეგიდით ორგანიზებულ ეუთოს მინისტერიალზე მიიღო მონაწილეობა; ასევე, ევროსაბჭოში საქართველომ უკრაინის მიმართ სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა;
• პრემიერის დავალებით, უკრაინის ელჩს საქართველოში, გზავნილი გადასცეს, რომ საქართველო მზად არის, ჩვენს ქვეყანაში მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს, ეს პროცესი გაგრძელდება საქართველოს შესაძლებლობების ფარგლებში;
• მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეროვნულ და პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეროვნულ ინტერესებს.

p.s
სანამ რამეს დაწერთ, იქნებ მოვლენების ქრონოლოგიას გაადავლოთ ხოლმე თვალი. აგვისტოს ომის დროს როდის ჩამოვიდნენ ლიდერები? მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებიბი დასრულდა…

p.s.s
სხვათა შორის, ომის დროს აირზენაში ვმუშაობდი და ზუსტად მახსოვს ის ხალხი, ვინც პირადად ჩემთან რეკავდა და საქართველოდან წასასვლელ ბილეთს მთხოვდა ნებისმიერი მიმართულებით… ბილეთს, ოღონდ მხოლოდ ერთ გზას…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო გიორგობიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძალიან დიდ ისტორიულ გაუგებრობასთან და უსამართლობასთან გვაქვს საქმე” – მიხეილ სააკაშვილი

სომხეთში გაიმართა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) საკმაოდ წარმომადგებლობითი მე-8...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...