თბილისში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ და რუსეთის საწინააღმდეგო აქციებიდან მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლების, განწყობებიდან გამომდინარე პოზიტიურ, ოპტიმისტურ შეფასებებს აკეთებს პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:
“დღევანდელი დღის და საღამოს მთავარი დასკვნა: ხელისუფლებამ კაპიტულაციაც რომ გამოაცხადოს, ამ ბავშვებს, მომავალ თაობას რას უშვრება დღეს და გუშინ თბილისი რომ გაავსო, ვინც თავისუფლების დათმობას ტყვიის შიშითაც არ აპირებს?!
ამ თაობას დღეიდან სრული გაუცხოება აქვს ამ ხელისუფლებასთანაც და რაც მთავარია, პუტინმა დაინახა – მას საქართველოში არ ელიან!!!
დასავლეთისთვისაც ცხადზე ცხადია, რომ საქართველო თავისუფლებას დაიცავს!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.