ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრემიერ-მინისტრი დღეს იყო ძალიან სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი" -...

“პრემიერ-მინისტრი დღეს იყო ძალიან სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი” – პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, პაატა მანჯგალაძე ტვ ,,პირველის” ეთერში, გადაცემაში “დღის ამბები” მწვავე შეფასებას აკეთებს და კრიტიკას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარზე საქართველოს პოზიციის დაფიქსირებისას უკრაინასთან მიმართებაში:

,,პრემიერ-მინისტრი დღეს იყო ძალიან სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი – პირდაპირ შემიძლია ვთქვა.

პანდემიას ეგენი არ ებრძვიან, ეკონომიკას ვერ ავითარებს, სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის, სოციალურ პრობლემებს ვერ აგვარებს, რა საქმე აქვს ახლა პრემიერ მინისტრს ისეთი, რომ ვერ მოიცალოს უკრაინის თემატიკასთან დაკავშირებით?!

მეორე – ძალიან აბსურდული განცხადება გააკეთა, თან მიდიხარ იუნკრების საფლავთან, ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენთვის. ეს გამოცდილება ნუთუ დაგვავიწყდა. იუნკრების საფლავთან ხარ და ამჟღავნებ იქიდან სილაჩრეს, ასე ვთქვათ პირდაპირ. იყო ადამიანები იმ ომის დროსაც, ამბობდნენ, რომ რა ხდებაო კოჯორშიო კაცო, არ დამაძინეს მთელი ღამეო, წავიდნენ და ასეთი ადამიანების ძეგლი გააკეთონ და იქ მივიდნენ და იმათ საფლავებზე იარონ მაშინ. რა უფლებით მივიდა იუნკრების საფლავზე, რომელმაც თავი დადო საქართველოს თავისუფლებაზე.

ჩვენ არა ვართ ომის პარტია. უნდათ, რომ ოპოზიცია წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ ომი და არეულობა გვინდა ქვეყანაში და ესენი არიან მშვიდობის მხარეს.

რუსეთი მოდის განადგურებისთვის, რა არჩევანი გვაქვს?! არჩევანი გვაქვს მოვემზადოთ და ვიყოთ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ან მეორე არჩევანი, რასაც გვთავაზობს ,,ქართული ოცნება” – ვიყოთ ჩირგვებში, მოვიტყუოთ თავი, ვიყოთ პუტინის ნების ამარა დაველოდოთ, რომ შეგვიწყალებენ და გადაგვისვამენ თავზე ხელს.

აი ეს ორი არჩევანია სინამდვილეში – სიმართლე ვუთხრათ ადამიანებს. აი ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს ჩვენ დღეს და სინამდვილეში სახელმწიფოებრივი რა არის? სახელმწიფოებრივი არის ის, რომ სინამდვილეში დღეს პარლამენტში უნდა მოსულიყვნენ, დაგვეფიქსირებინა ყველას ერთიანობა, რომ რუსის ტანკს, რუსის ჩექმას საქართველოში არავინ არ ელოდება. არავინ არ ელოდება თეთრი დროშებით, ეს დაგვეფიქსირებინა ყველას და გვეთქვა, რომ დიახ უკრაინაში არის ჰუმანიტარული კატასტროფა, რასაც აკეთებს რუსეთი.

მხოლოდ ამის განცხადებების გაკეთება გვინდოდა, მაგრამ ისინი იძახიან – ,,ნაციონალური მოძრაობა”, ყველაფერზე. ვინმე მივიდეს ჩიპი მაინც გამოუცვალოს ამ სპიკერებს კაცო, რაღა დროს ,,ნაციონალურ მოძრაობაზე” ლაპარაკია, ინგრევა ქვეყანა ხო?!

ელემენტარული საკითხია. მაგალითი სახელმწიფოებრიობის რა არის? ზელენსკი როცა არის პრეზიდენტის კვარტალში, პოროშენკო რომელიც არის დაპირისპირებული მასთან, თუმცა ავტომატით დგას და იცავს უკრაინას. ზელენსკის კი არა, უკრაინას იცავს პირველ რიგში და მათ შორის ზელენსკისაც.

ეს არის სახელმწიფოებრიობივი აზროვნება და ასე უნდა გავზარდოთ ხალხი და არა საჩივარზე გამოყრილი ეს ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები, რომლებიც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ და რომ ვიძახით ვიღაცა ჭინკებზე, რომ ვლაპარაკობთ, იმაზე სამარცხვინო არიან ეს ადამიანები დღევანდელი განცხადებებით”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და...

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

“ეს დღე დარჩება საქართველოს საბედისწერო ნათელ წერტილად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ დიადი ამბის მთავარ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...