ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველო არ აპირებს მონაწილეობა...

“მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ხოლო უკრაინაში ჩასვლა არაფრის მომცემი არ არის” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომენტარს აკეთებს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრთან და იქ მიმდინარე ომთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში. მმართველი პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ეროვნული და ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველო არ შეუერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ ფინანსური და ეკონომიკური სანქციებს:

,,ომს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ 2008 წელს, როცა სამწუხაროდ, საუბედუროდ, თავიდან ვერ იქნა აცილებული 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას. მე ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშნელოვნად, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში.

უკრაინაში ჩასვლა, ჩასვლისთვის, არაფრის მომცემი არ არის, ეს ერთი. თქვენ თუ გინდათ იმის დემონსტრირება, რომ აი მაშინ იყო ჩამოსული… სოლიდარობა, როგორც ჩვენს ქვეყანას შეგვიძლია ისე, როგორც გამოვხატავთ და გამოვხატეთ და ამის თაობაზე მოგახსენეთ.

გუშინ მე მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა განხილვა “ლაივ”-რეჟიმში, იმ ინფორმაციების შესახებ, რომელიც მოეწოდებოდა ჩვენს სამსახურებს და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ყოველდღიური მუშაობის შემადგენელი ნაწილი.

შესაბამისად უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს ამ ვითარებაში არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს.

მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვანსს

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ღია წერილით მიმართავს ამერიკის შეერთებული...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...