ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკოლოზ სამხარაძე: “2008 წლის საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი...

ნიკოლოზ სამხარაძე: “2008 წლის საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი არ დასჯილა, ამიტომაც ისინი შეგულიანებულები არიან იმოქმედონ იგივე სცენარით”

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუდმივმოქმედ კომიტეტის სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარტნიორი ქვეყნის – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და მის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება დაგმო. მისი განცხადებით, 14 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის შემდეგაც კი, რუსეთი არ დასჯილა და მის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ გატარებულა.

საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული ერთეულების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებას და რუსეთის სამხედრო აგრესიას ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ეს არ უნდა იყოს გასაკვირი რომელიმე ჩვენთაგანისათვის. მსგავსი რამ უკვე მოხდა 2008 წელს ჩემს ქვეყანაში, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. 14 წელი გავიდა მას შემდგომ და რუსეთის წინააღმდეგ არ დაწესებულა არანაირი სანქცია ან რამენაირად არ დასჯილა ამ შემოჭრისათვის. ამიტომაც ისინი შეგულიანებული არიან იმოქმედონ იგივე სცენარით.

მინდა პარალელი გავავლო „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასთან“ – გაბრიელ გარსია მარკესის ბრწყინვალე ნოველასთან: 3 თვეა ჩვენ ვუყურებთ გამოცხადებულ ომის ქრონიკას უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერაფერი მოიმოქმედა რუსეთის ახალი აგრესიის შესაჩერებლად. მიმაჩნია, რომ თუ გვსურს შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული სამართლებრივი საერთაშორისო წესრიგი, უნდა ვიმოქმედოთ ახლა! სხვაგვარად, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ იქნება მათ მიერ განხორციელებული ბოლო აგრესია, ისევე როგორც რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ არ იყო ბოლო”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...