spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა გამოვიდეთ და ვთქვათ ხმამაღლა, რომ საქართველო დგას...

“ყველა გამოვიდეთ და ვთქვათ ხმამაღლა, რომ საქართველო დგას უკრაინის, თავისუფლების, სახელმწიფოებრიობის და დასავლური ფასეულობების გვერდზე!” – ელენე ხოშტარია

პოლიტიკური პარტიის ,,დროას“ თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე შეფასებები გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი პარტიის მიმართ და აცხადებს, რომ ჩვენი მთავრობა არ დგას ისტორიის სწორ მხარეს:

,,1921 წლიდან 100 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ იწყებს ღია აგრესიას თავისუფლების მოყვარე მშვიდობიანი ხალხების წინააღმდეგ. დღეს დარტყმის ქვეშ, 100 წლის შემდეგ, არის უკრაინა. ეს დარტყმა, რომელსაც იღებს უკრაინა სინამდვილეში ეკუთვნის აბსოლუტურად ყველა თავისუფალ მოქალაქეს მსოფლიოში და ასევე ეს არის დარტყმა, რომელიც გვხვდება ჩვენც.

დღეს სინამდვილეში სასწორზეა ჩვენი სახელმწიფოებრიობა უკრაინის სახელმწიფოებრიობასთან ერთად. ამიტომ ჩვენი ვალია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოვხატოთ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელი ერის მიმართ!

მე-20 საუკუნეში რუსეთმა უამრავი ტანჯვა მოუტანა მსოფლიოს და კაცობრიობას, მათ შორის – საქართველოს. 21-ე საუკუნეში ამის უფლებას რუსეთს არავინ არ მისცემს. მსოფლიო არის სხვანაირი, ძლიერი, კონსოლიდირებული, მშვიდობიანი და მსოფლიო არ დაუშვებს ჰიტლერს და სტალინს 21-ე საუკუნეში.

ამასთანავე, ყველას ჩვენი პიროვნული/ინდივიდუალური, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ვალდებულება გვაქვს – ვიდგეთ ისტორიის სწორ მხარეს. ამ არჩევანს არ სჭირდება არავის მითითება.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა არ არის ისტორიის სწორ მხარეს. ამას უნდა დავარქვათ ღიად თავის სახელი. ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, დღევანდელი გაუგონარი საქციელი პრეზიდენტის მხრიდან – ეს არის ისტორიის არასწორ მხარეს დგომა.

ამიტომ მე არანაირ მოწოდებას ამ პრორუსული გუნდის მიმართ არ ვაპირებ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ მთავრობის მოქმედებას. ჩვენი ყველას ვალია, როგორც მოქალაქეებმა, გამოვიდეთ და ვთქვათ ხმამაღლა, რომ საქართველო დგას უკრაინის, თავისუფლების, სახელმწიფოებრიობის და დასავლური ფასეულობების გვერდზე!“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ძალიან დიდ ისტორიულ გაუგებრობასთან და უსამართლობასთან გვაქვს საქმე” – მიხეილ სააკაშვილი

სომხეთში გაიმართა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) საკმაოდ წარმომადგებლობითი მე-8...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...