შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"რუსეთი არის ბოროტების იმპერია და მასთან ენის მოჩლექით...

“რუსეთი არის ბოროტების იმპერია და მასთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს“ – პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებთან და ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი, არსებული ვითარების ფონზე, საუბრობს საქართველოს უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფაზე:

,,რუსეთი არის ნამდვილად ბოროტების იმპერია. მის დაშოშმინებას, მასთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მის იმპერიალისტურ ზრახვებს.

რა უნდა იყოს პასუხი? – პასუხი უნდა იყოს მტკიცე, რუსეთის მიმართ დასავლეთისგან და იგივე პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოსაც.

არ შეიძლება საქართველოს დატოვება პუტინის რუსეთის კეთილი ნების ანაბარა.

ახლა არის მოქმედებების დრო. მოქმედება ნიშნავს იმას, რომ თუ რუსეთი გადაწყვეტს საქართველოშიც მსგავსი სცენარის განვითარებას, ოღონდ უფრო მეტად სიღრმეში.

და თუ ვაპირებთ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას, უნდა გვქონდეს ადეკვატური იარაღი. ადეკვატური იარაღის ქონა კი ნიშნავს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს შესაბამისი თავდაცვითი შეიარაღება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის...

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...