დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, უვადო შიმშილობის დაწყების თაობაზე, ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი:
„სააკაშვილის განცხადება, მისი ქმედებები, როგორც ყოველთვის, არის პროვოკაციული – როგორმე საქართველოს მიმართ ვინმეს გაუჩნდეს პრეტენზია, ვინმემ როგორმე თითი დაუქნიოს და მისი ავტორიტეტი შეილახოს.
ასეთივე მდგომარეობაში მყოფი, მაგალითად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას შიმშილობა საერთოდ არათუ არაფერში არ ჩააგდეს, არამედ სიკვდილის პირას მიიყვანეს წამებით!
და ეს ადამიანები დღეს თავის თავს წარმოაჩენენ, როგორც პატრიოტებს და ისეთ ადამიანებს, ვინც თითქოსდა, საქართველოზე ზრუნავენ.
ვაბანკზე მიდიან იმისთვის, როგორმე რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.